Category Archives: Uncategorized

სადისკუსიო დარბაზი “ღირსება”

1 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში სამოქალაქო გაერთიანება სრულიად საქართველოს საზოგადოებრივი სადისკუსიო დარბაზი “ღირსება“დაფუძნდა. დარბაზის შექმნის ინიციატორი ლენტეხელი პოეტი ირმა ქურასბედიანი გახლდათ. “svanetiinfo.ge”-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში  სწორედ ამ ინიციატივაზე საუბრობდა ლენტეხელი პოეტი. სტატიაში –  “ქალის თვალით დანახული შექსპირი”,  კითხვაზე  – “რას უსურვებდით ახალგაზრდობას, თქვენს მკითხველს და საერთოდ ყველას?” პოეტი ამბობს: “ვუსურვებ ყველას, ეცხოვროს სიყვარულით და სიკეთის კეთებით, მოზარდებს ვუსურვებ, არ დაკარგონ მომავლის იმედი, რაც მთავარია, ჰქონდეთ ღირსება. სწორედ ამ ღირსების გამო მინდა დავაფუძნო “ღირსების დარბაზი”.

ლაშხელები გზის გაკეთებას მოუთმენლად ელიან

ქრისტინე დონღვანი, სოფ. ჩიხარეში
გიორგი ონიანი, სოფ. სასაში

ქვემო სვანეთის ბევრ სოფელში უმძიმესი მდგომარეობაა გზის გაუმართაობის გამო, განსაკუთრებით ზარალდებიან ლაშხეთის თემის მკვიდრნი, რადგან ლაშხეთი ქალაქებიდან უფრო დაშორებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ნაკლებად მოძრაობს.

www.Svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე

საინფორმაციო პორტალი www.Svanetiinfo.ge, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე ქვემო სვანეთის სოფლებში მცხოვრები ახალბედა ჟურნალისტებისათვის.