სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ანხორციელებს პროგრამას „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“, თუმცა წელს მეურნეებს შეეძლებათ პროექტით შემოდგომაზეც ისარგებლონ.

პროგრამის მოსარგებლეები (ბენეფიციარები) არიან:
1. ფერმერები, რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ჯამური ფართობი არ აღემატება 1.25 ჰა–ს.
2. ფერმერები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელთა ფართობების ჯამი არ აღემატება 1.25 ჰა–ს.

ამავე დროს, ფერმერთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს.
მოსარგებლეებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ჯამური ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ 50 ქულა, რომელიც შეესაბამება 50 ლარს.

მოსარგებლეებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან – 1,25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელსაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად გადაეცემათ ნაკვეთის ფართობის შესაბამისად, 1 ჰექტარზე 140 ლარის პროპორციულად გადაანგარიშებით, სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათი,.
მოსარგებლეებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაშენებული აქვთ მრავალწლიანი ნარგავები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ ქულები ნაკვეთის ფართობის შესაბამისად, 1 ჰექტარზე 140 ლარის პროპორციულად გადაანგარიშებით.

ხვნის ბარათის მიღება მოსარგებლემ უნდა დაადასტუროს ხელმოწერით პერსონიფიცირებულ რეესტრში, რომელიც წარმოადგენს გამგებლის წარმომადგენლის მიერ მოსარგებლეზე ბარათის გადაცემის დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს. თუ ხვნის ბარათების დარიგებისას ვერ მოხერხდა მოსარგებლესთან შეხვედრა, ხვნის ბარათის გადაცემა ასევე შესაძლებელია მოსარგებლის ოჯახის სრულწლოვან წევრზე (შემდგომში მიმღები). თუ ხვნის ბარათის გადაცემა მოხდა მიმღებზე, რეესტრში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს მიმღების გვარი, სახელი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი და მიმღებმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს ბარათის მიღება.

გარკვეულ შემთხვევებში მოსარგებლეს შეუძლია ხვნის ბარათის დაბრუნება სააგენტოში, რათა ამ ბარათით გათვალისწინებული სარგებელის ექვივალენტი ქულების რაოდენობა მას დაერიცხოს „აგრობარათზე“. ეს ხდება შემდეგი შემთხვევების დროს (თითოეულ შემთხვევას გააჩნია შესაბამისი კოდი და განმარტებები, რომელიც ასავე დატანილია სახნავ ბარათზე):
კოდი 2 – მოსარგებლის მიწის ფართობი ვერ მუშავდება ტექნიკური მიზეზების გამო. მათ
შორის: ა) არცერთი მიწის ნაკვეთის ფართობი არ აღემატება 0,25ჰა-ს; ბ) მოსარგებლის ნაკვეთი წარმოადგენს: ქვიან ნიადაგს, დამრეც მიწის ფართობს, სათიბ მიწის ფართობს, საძოვარს, დამეწყრილ მიწის ფართობს. გ) მოსარგებლის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს რაიმე ნაგებობა, რაც ხელს უშლის ტექნიკის მუშაობას.
კოდი 3 – ბარათი დაუბრუნდა სააგენტოს გამოსაცვლელად, რადგანაც მოსარგებლის მიწის ნაკვეთი უკვე დამუშავებულია და არ საჭიროებს ნიადაგის მოხვნას.
კოდი 6 – უამინდობის გამო ვერ მოხერხდა ნიადაგის აგროვადებში მოხვნა.
ბარათის სააგენტოში დასაბრუნებლად გამგებლის წარმომადგენელმა ბარათზე გამოყოფილ სპეციალურ ველში უნდა ჩაწეროს ბარათის დაბრუნების მიზეზის შესაბამისი კოდი და დაადასტუროს როგორც თავისი, ასევე მოსარგებლის ხელმოწერით და სპეციალური ბეჭდით.
თუ მოსარგებლე უარს ამბობს ბარათის მიღებაზე (კოდი 5), მაშინ მოსარგებლეს ხვნის ბარათი უუქმდება და ქულები „აგრო ბარათზე“ არ დაერიცხება.
ბარათის სააგენტოში დაბრუნების ბოლო ვადაა 2015 წლის 15 ნოემბერი.
ასევე, ხვნის ბარათი შეიძლება გამოიცვალოს, თუ ის მოსარგებლეზე გადაცემის შემდგომ დაზიანდა ან დაიკარგა:
ა) თუ ბარათი მოსარგებლეზე გადაცემის შემდგომ დაზიანდა, მოსარგებლემ უნდა მიმართოს გამგებლის წარმომადგენელს და მიაწოდოს ახსნა–განმარტებითი წერილი, დაზიანებული ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. გამგებლის წარმომადგენელი აღნიშნულ ჩამონათვალს მიაწვდის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს.
ბ) თუ ბარათი მოსარგებლეზე გადაცემის შემდგომ დაიკარგა,მოსარგებლემ უნდა მიმართოს გამგებლის წარმომადგენელს და მიაწოდოს ახსნა–განმარტებითი წერილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მოსარგებლის მიერ ბარათის დაკარგვის შესახებ პოლიციაში შეტანილი განცხადების ასლი. გამგებლის წარმომადგენელი აღნიშნულ ჩამონათვალს მიაწვდის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე გარკვეული მიზეზების გამო შეზღუდულია გამოიყენოს ხვნის ბარათი ან ფიზიკურად არ იმყოფება ადგილზე ნიადაგის ხვნის პროცესის დროს, მას აქვს უფლება ერთჯერადად გადასცეს კუთვნილი ხვნის ბარათი მის წარმომადგენელს, რასაც მოსარგებლე ადასტურებს ბარათზე ხელმოწერით სპეციალურ ველში. მოსარგებლის წარმომადგენლის პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) უნდა შეივსოს ბარათზე სპეციალურად გამოყოფილ ველებში, რასაც სპეციალური ბეჭდით და ხელმოწერით ადასტურებს გამგებლის წარმომადგენელი.

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ ითვალისწინებს ბენეფიციარის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მოხვნას 2015 წლის 1 დეკემბრამდე. თითოეულ სოფელში ხვნის სამუშაოების ჩატარების გრაფიკი ცნობილი იქნება გამგებლის წარმომადგენელისთვის. იგი ვალდებულია კოორდინაცია გაუწიოს და გააკონტროლოს სამუშაოების შემსრულებლების მიერ გაწეული ხვნის სამუშაოების პროცესი. ნიადაგის ხვნის მომსახურების მიღებისას, მოსარგებლე ან მოსარგებლის წარმომადგენელი და სამუშაოს შემსრულებელი, ვალდებულნი არიან ხვნის ბარათზე გამოყოფილ სპეციალურ ველში ხელმოწერით დაადასტურონ ხვნის სამუშაოების შესრულება, რასაც ასევე სპეციალური ბეჭდით და ხელმოწერით ადასტურებს გამგებლის წარმომადგენელი.

მოსარგებლეებს ქულები დაერიცხებათ 2014 წელს „ლიბერთი ბანკი“-ს მიერ დარიგებულ „აგრო ბარათებზე“. თუ 2015 წლის საგაზაფხულო პროექტის მოსარგებლეს არ გააჩნია „აგრო ბარათი“, იგი უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკი“-ს ნებისმიერ ფილიალში, სადაც მას პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ გადასცემენ მისთვის განკუთვნილ „აგრო ბარათს“.

აგრო ბარათზე დარიცხული ქულების მეშვეობით მოსარგებლეს შეუძლია მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საქონლის (სასუქი, სათესლე მასალა, სანერგე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები) შეძენა მომწოდებლებისგან. თუ მოხდა მოსარგებლის „აგრო ბარათი“-ს დაკარგვა ან დაზიანება. იგი უნდა მივიდეს „ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალში, სადაც მას პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ გადასცემენ ახალ „აგრო ბარათს“.

თუ მოსარგებლე არის უნარშეზღუდული და არ შეუძლია ბანკში მისვლა, რათა აიღოს მისთვის განკუთვნილი „აგრო ბარათი“, უნდა მიმართოს გამგებლის წარმომადგენელს და მიუთითოს ის პირი (შემდეგში უფლებამონაცვლე), ვისზეც სურს თავისი სარგებლის გადაცემა. შესაბამისი ქმედებების შემდეგ, მოხდება მოსარგებლის ცვლილება ბანკისთვის გადაცემულ სიაში და სარგებელი გადავა უფლებამონაცვლეზე, რომელიც „ლიბერთი ბანკში“ მისვლისას მიიღებს „აგრო ბარათს“, რაზეც დაერიცხება შესაბამისი ქულები.

0,25 ჰა-მდე მიწის მფლობელ მოსარგებლეებს, მათი კუთვნილი 50 ქულა „აგრო ბარათზე“ დაერიცხებათ 2015 წლის 1 მარტს.
დაკარგული „აგრო ბარათები“-ს აღსადგენად, მოსარგებლეებმა „ლიბერთი ბანკს“ უნდა მიმართონ 1 მარტამდე, რომ არ მოხდეს მათ „აგრო ბარათზე“ დარიცხული ქულების სხვის მიერ გამოყენება (მოსარგებლეს დაკარგული „აგრო ბარათი“-ს აღდგენა შეუძლია 1 მარტის შემდეგაც, თუმცა თუ მოხდა დაკარგული „აგრო ბარათი“-თ ქულების გამოყენება, ეს ჩაითვლება მოსარგებლის მიერ გამოყენებულად და მას დამატებითი ქულები აღარ დაერიცხება).

2015 წლის 1 დეკემბერს მოხდება „აგრო ბარათზე“ დარიცხული და გამოუყენებელი ქულების გაუქმება.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ გამგებლის წარმომადგენლებთან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზზე: (032) 247 01 01 ან სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.apma.ge
მოამზადა ცოტნე მუსელიანმა