საინფორმაციო პორტალი www.svanetiinfo.ge იწვევს მოქალაქე ჟურნალისტებს სათანამშრომლოდ.
მოქალაქე ჟურნალისტებს უწოდებენ ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ დიდი სურვილი იმისა, რომ მათ მიერ მოპოვებული ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა ან სხვა სახის ინფორმაცია სიმბოლური ანაზღაურებით ან სულაც უანგაროდ გაუზიარონ ხალხს.
ჩვენთან ასეთი სახის თანამშრომლობა ასევე გამოადგებათ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ აირჩიონ ჟურნალისტის პროფესია.
განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ მოვიძიოთ მოქალაქე ჟურნალისტები ლაშხეთის და ჩოლურის სოფლებში, ზემო სვანეთში, ლეჩხუმში, ასევე სვანი ეკო-მიგრანტებით და ემიგრანტებით დასახლებულ პუნქტებში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: svanetiinfo@gmail.com
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ facebook-ზე, საკონტაქტო პირი – ცოტნე მუსელიანი, ტელ: 598-300-611,ელ.ფოსტა: tsotne_museliani@yahoo.com
9,197 thoughts on “სათანამშრომლოდ ვიწვევთ მოქალაქე ჟურნალისტებს”