საინფორმაციო პორტალი www.Svanetiinfo.ge, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე ქვემო სვანეთის სოფლებში მცხოვრები ახალბედა ჟურნალისტებისათვის.
მოვალეობები:
1. მუდმივად ცხოვრება ქვემო სვანეთის რომელიმე სოფელში და ამ სოფლის ან მახლობელი სოფლების მნიშვნელოვან მოვლენებზე და მოსახლეობის პრობლემებზე კვირაში მინიმუმ 2 ახალი ამბის ან თემატური მასალის მომზადება,
2. ინტერვიუების აუდიო/ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება და მასალის ინტერნეტით გაგზავნა
მოთხოვნები კონკურსანტებისადმი:
1. მობილურ ტელფონთან, კომპიუტერთან, ფოტო/ვიდეო ტექნიკასთან მუშაობის უნარი,
2. ქართულად გამართული წერისა და მეტყველების უნარი,
3. შემოქმედებითი აზროვნება,
4. ემოციების მართვის უნარი,
5. ასაკი 14 წლის ზემოთ,
6. არასრულწლოვანს მოეთხოვება მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა
კონკურსისას უპირატესობით ისარგებლებენ ის კონკურსანტები, რომელნიც:
1. ცხოვრობენ დაბა ლენტეხიდან უფრო მეტად დაშორებულ სოფლებში ლაშხეთისა და ჩოლურის თემებში,
2. არ არიან დასაქმებული საჯარო სექტორში ან მათი ოჯახის წევრები არ არიან დასაქმებული საჯარო სექტორში,
ანაზღაურება:
გამარჯვებულებს აუნაზღაურდებათ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 43 კვირის განმავლობაში, ყოველ კვირაში www.Svanetiinfo.ge-ზე გამოქვეყნებული მაქსიმუმ 5 მასალა და მიეცემათ ჰონორარი თითოეულ მასალაში 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (1 ივლისამდე ფიქსირებული კურსი 1$-2,43 ლარი).
ანაზღაურების გარდა გამარჯვებულებს ექნებათ პერსპექტივა მონაწილეობა მიიღონ ჟურნალისტებისათვის გამართულ სხვადასხვა ტრენინგებსა თუ სემინარებში.
იმ კანდიდატებისთვის, რომელნიც ვერ გაიმარჯვებენ ამ კონკურსში, შედგება რეიტინგული სარეზერვო სია მომავალში დასაქმების პერსპექტივით.
კონკურსის ხუთი გამარჯვებული გაივლის 2 დღიან სწავლებას (ტრენინგს) დაბა ლენტეხში, სადაც პრაქტიკულად შეისწავლიან სმარტფონების გამოყენებას ჟურნალისტური საქმიანობისათვის და სხვა საკითხებს. ამის შემდეგ მათ გაუფორმდებათ ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით და გადაეცემათ სმარტფონები დროებით სარგებლობაში.
დაინტერესებულმა პირებს გთხოვთ რეზუმე (CV, ავტობიოგრაფია) გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: svanetiinfo@gmail.com ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ facebook-ზე, საკონტაქტო პირი – ცოტნე მუსელიანი, ტელ: 598-300-611,ელ.ფოსტა: tsotne_museliani@yahoo.com
9,072 thoughts on “www.Svanetiinfo.ge აცხადებს კონკურსს 5 ვაკანსიაზე”