ტურიზმის შესახებ გამოკითხვა ლენტეხის ქუჩებში

ავტორები: თამარი ონიანი, გიორგი ონიანი

ვცდილობდით გაგვეგო დაბა ლენტეხის მკვიდრთა მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ტურიზმი ქვემო სვანეთში. ქუჩაში მრავალი პოტენციური რესპოდენტი გვხვდებოდა, მაგრამ საუბარზე მხოლოდ რამდენიმე დაგვთანხმდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მათ ეშინოდათ ჩვენი და ჩვენი კოლეგების, ვისაც ხელში ტელეფონი ჰქონდა მომარჯვებული და ცდილობდა ინტერვიუ ჩაეწერა მათგან.

– „თავად ლენტეხს უნდა გაუკეთდეს რეკლამა, უნდა მოხდეს მისი ბუნების რეკლამირება. ეს ყველაფერი გვჭირდება, რომ აქ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურას და უნდა განვითარდეს საოჯახო ტურიზმი“ – გაგვიზიარა აზრი ლენტეხელმა სოფომ.

ასევე დაბა ლენტეხში მცხოვრები ქალბატონი მარინას აზრით იმისათვის, რომ ლენტეხში ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ინფრასტრუქტურას, უნდა გაიხსნას ისეთი ადგილები სადაც ხალხი დასაქმდება და ისინი უკეთ გაერკვევიან იმ ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, რომლებიც ლენტეხშია.

სოფ. სასაშის მკვიდრმა ბესო ონიანმა, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარში, განაცხადა:

– „ამ საქმით [ტურიზმით, რედ.] უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება და შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამით მოვიზიდავთ ტურისტებს. უნდა აშენდეს სასტუმროები და დასასვენებელი ცენტრები“.

ბესოს აზრით ეს სასტუმროები არ უნდა წარმოადგენდეს კერძო საკუთრებას:

– „სასტუმროები უნდა იყოს სახელმწიფოს მფლობელობაში“ – განაცხადა მან.

ფოტო: გიორგი ონიანი

8,907 thoughts on “ტურიზმის შესახებ გამოკითხვა ლენტეხის ქუჩებში”