გამოკითხული სასაშლები მიგრაციის მიზეზად უმუშევრობას ასახელებენ

ავტორი: გიორგი ონიანი, სოფ. სასაში

მიგრაცია სვანეთისთვის მეტად მძიმე პრობლემაა, სტატისტიკური მონაცემებით 2002 წელს ქვემო სვანეთში ცხოვრობდა დაახლოებით 9 000 ადამიანი, 2015 წლის 1 იანვრისთვის კი ცხოვრობდა – დაახლოებით 4 400 ადამიანი, გამოდის რომ 13 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა განახევრდა.

სოფელ სასაშშიდან ამ დროისთვის დაახლოებით 80 ოჯახი მთლიანად არის გადასული სხვ მხარეში საცხოვრებლად, დარჩენილია – დაახოლებით 50 ოჯახი, მაგრამ ამ ოჯახებშიც ძირითადად ბავშვები და ასაკოვანი ხალხი სჭარბობს, ახალგაზრდობა და შრომისუნარიანი მოსახლეობა კი თითქმის მთლიანად წასულია სხვადასხვა რეგიონებში სამუშაოდ, ხოლო ვინც დარჩენილია ყველა ‘’გაქცევაზეა’’, ზოგი ქალაქში მიდის სამუშაოდ და ზოგიც კი – საზღვარგარეთ.
ამ საკითხზე სასაშის მცხოვრებთა აზრის გასაგებად რამდენიმე მათგანს კითხვებით მივმართე. ისინი მიგრაციის მთავარ მიზეზად უმუშევრობას და დაზიანებულ გზას ასახელებენ.