რას ფიქრობენ სასაშლები ე.წ. ‘’მაღალმთიანობის“ კანონზე

თამარ ონიანი, სოფ. სასაში

ე.წ. “მაღალმთიანობის“ კანონი (“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”) უკვე დამტკიცებულია, რაც გაზეთ “სვანეთშიც“ გამოქვეყნდა (2015 წლის 19 დეკემბერი), მისი მოქმედება მთელ სვანეთზე ვრცელდება და ამ კანონის რამდენიმე მუხლი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა.

დავინტერესდი თუ რას ფიქრობენ სოფ. სასაშის მაცხოვრებლები ამ კანონის შესახებ და რას მოელიან მისგან.

დავით ონიანი:
რა იცით მთის კანონის შესახებ? რა შედეგები მოყვება მას?
– შედეგები ბევრნაირი შეიძლება იყოს, ხალხის გამაგრება ადგილზე პირველ რიგში, და როცა მაღალმთიანობა იქნება რაღაც პროცენტები ხელფასების მომატებაც არის, პენსიების მომატებაც არის და შეიძლება ხალხი დაბრუნდეს კიდევაც უკან, წასული ხალხი, რამოდენიმე მაინც, ჩემი აზრით. რა თქმა უნდა უკეთესი ცხოვრება იქნება.

ზინა ონიანი:
‘’რას მოველით და ყველაფერს კარგს მოველით თუ დაგვიმტკიცდა მაღალმთიანობა, თუ დაგვეხმარა ვინმე, შეღავათები თუ რამე იქნება, პენსიის გაზრდას, ხელფასების გაზრდას, ელექტროენერგიის ფასის ჩამოკლებას.’’

ნ.ო.:
– მაღალმთიანობის ხალხამდე არაფერი არ არის მისული ჯერჯერობით და როცა მოვა ჩვენამდე და ან ხელფასი დაემატება ან პენსია დაემატება, მაშინ მოგცემთ ინტერვიუს და მაშინ მიაწვდინეთ ხმა, ახლა კი ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაა და არავინ გვყავს ზედ მომხედავი და მაღალმთიანობის არაფერი ვიცი.
რის შეცვლას ელით ?
– ჩვენთვის თუ არ შეიცვალა, პენსია არ დაგვემატა, სამუშაო ადგილები არაფერი არ არის, ელექტროენერგიის ფასები თუ არ დაიკლო და არაფერზე ზეგავლენა არ მოახდინა ჩვენთვის, მაშინ რა აზრი აქვს ჩემთვის მაღალმთიანობას, ჯერ-ჯერჯერობით ჩემთვის არ არსებობს მაღალმთიანობა.

გელა ბენდელიანი:
‘’ინფორმირებული კი ვარ ახლა შედარებით, რაცაა ტელევიზიაში გადაცემა, …ამოქმედდება, იქნება შეღავათები ხალხისთვის და რა ვიცი, თუ-კი შევა ძალაში გაუმჯობესებას მოველით…“