ლენტეხში სარაგბო ფესტივალი ჩატარდა

დღეს, 16 აპრილს ლენტეხში დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი ჩატარდა 2004-2005 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის. ფესტივალის დასრულების შემდეგ ლენტეხისა და ამბროლაურის გუნდებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს.
ფესტივალთან დაკავშირებით კითხვებით მივმართეთ საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორს იოსებ დიაკონიძეს:


ადგილობრივი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები გულშემატკივრებს შორის ვერ შევნიშნეთ, ამიტომ ტელეფონით დავუკავშირდით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსს მარადი ლიპარტელიანს:
რას გვეტყვით დღეს ლენტეხში გამართულ სპორტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ?
– არ ვიცი არაფერი ამ თემასთან დაკავშირებით, მე ახლა ქუთაისში ვიმყოფები და დღეს ლენტეხიდან რომ მოვდიოდი, მაშინ შევამჩნიე ავტობუსები, არ ვარ საქმის კურსში, გამგეობაში ამ თემაზე არავინ მოსულა. რომ დავბრუნდები ლენტეხში, მინდა მეც გავარკვიო თუ რატომ არ ვიყავი საქმის კურსში.
უნდა გცოდნოდათ ამის შესახებ ?
– როგორ არ უნდა მცოდნოდა, ლენტეხის რაიონში რაღაცა ხდება სპორტის მიმართულებით და სამსახურმა როგორ არ უნდა იცოდეს.
საიდან უნდა გცოდნოდათ ?
– ალბათ ვინც ორგანიზატორიები არიან, განცხადებით უნდა მოემართათ, რომ რაღაცა სჭირდებათ და რაღაცას აკეთებენ. ორგანიზატორი ვინ არის, ისიც არ ვიცი ჯერჯერობით.
როგორც რაგბის კავშირის კოორდინატორმა განაცხადა, ეს ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და კალენდარი დატოვებული იყო ადგილობრივ მთავრობაში.
– არა, ყოველწლიურად კი ვგეგმავდით, მაგრამ როგორც ასეთი, მზადება რომ გვქონოდა ამისთვის, არა. არ გვქონდა არანაირი მზადება.
რომ გცოდნოდათ, რას მოიმოქმედებდით ?
– გაფორმდებოდა სხვანაირად, კულტურულ ღონისძიებებს ჩავრთავდით და ელემენტარულად დავხვდებოდით იქ.

როგორც გავარკვიეთ ეს ღონისძიება გამოქვეყნებული იყო რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
კალენდარი 2
მიუხედავად წვიმისა ახალგაზრდა მორაგბეები კმაყოფილი ჩანდნენ. ჩვენ ლენტეხის გუნდის მწვრთნელს ირაკლი ბენდელიანს და მის შეგირდებს გავესაუბრეთ:

 

 


ასევე გავესაუბრეთ ამბროლაურის გუნდის წევრებსაც:


6 thoughts on “ლენტეხში სარაგბო ფესტივალი ჩატარდა”

  1. hi!,I really like your writing so so much! percentage we keep in touch extra approximately your
    post on AOL? I need a specialist in this area to unravel my problem.

    May be that’s you! Taking a look forward to look you.

    Also visit my web-site; CBD for Sale

Leave a Reply

Your email address will not be published.