სოფელი საყდარი ლენტეხიდან 12 კმ-ში, ლენტეხი-მელეს დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან 1კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ჩოლურის თემში. სოფელი ცნობილია წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის, უძველესი ეკლესიით, რომლის ფრესკებიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.
სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი თითქმის არ მოძრაობს, რის გამოც მოსახლეობას ძირითადად ფეხით უწევს ცენტრალურ გზამდე და მეზობელ სოფლებში სიარული.
ლენტეხიდან მელეს მიმართულებით რომ მივდივართ, სოფ. საყდრისკენ მარცხნივ უნდა ავუხვიოთ, დაახლოებით 0,5 კმ-ში გზაჯვარედინი შეგვხვდება, სადაც გზა სამად იყოფა:ერთი გზა სოფ. ესიერისკენ მიდის, მეორე – დურაშისკენ და მესამე – სოფ. საყდრისკენ. საყდრისკენ მიმავალი გზა მძიმე მდგომარეობაშია, არის უსწორმასწორო და ვიწრო, წვიმის შემდეგ გუბეები დიდხანს არ იწრიტება და როგორც მანქანით, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვისაც გადაადგილების პრობლემა იქმნება. გზა მდინარე ჩოლშურას მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს და ამ მხრივაც საფრთხე ექმნება. არის საშიშროება, რომ წვიმების შედეგად ადიდებული მდინარე მთლიანად გადმოვიდეს გზაზე და წალეკოს ის, რადგან ნაპირი არ არის გამაგრებული.
სალომე ბენდელიანი, სოფ. საყდარი
ტარიელ მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი
9,264 thoughts on “სოფ. საყდრის გზა დაზიანებულია”