გუნდი “ჯვარი მძლეველი” მესტიაში იასპარეზებს

ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი”, რომელმაც გაიმარჯვა ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” რაიონულ ეტაპზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში, დღეს ზუგდიდის გავლით მესტიაში გაემგზავრა.

გუნდი ხვალ კონკურსის ზონალურ ეტაპზე იასპარეზებს. მისი წევრები არიან:ანი ზაქროს ასული ბენდელიანი, ხათუნა ლექსოს ასული ბენდელიანი, სალომე გივის ასული ბენდელიანი, თამუნა ლექსოს ასული ბენდელიანი, ნატო თამაზის ასული მუკბანიანი, მირო ფიდოს ძე მუკბანიანი, ანა გულადის ასული კვასტიანი, ხელმძღვანელი – თინა მუკბანიანი.

დღეს გაიმართა ასევე კონკურსის ზონალური ეტაპი უმცროს ასაკში სოფელ ხელედში. ერთმანეთს შეხვდნენ ხელედის საჯარო სკოლის გუნდი “ემანუელი” და ცაგერის გუნდი. შედეგად, ორივე გუნდი, ცაგერისაც და ხელედისაც გადავიდა ნახევარფინალში.
received_1753962081493725received_1753962091493724

სალომე ბენდელიანი, სოფ. საყდარი

ტარიელ მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი

9,225 thoughts on “გუნდი “ჯვარი მძლეველი” მესტიაში იასპარეზებს”