
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი
გიორგი ონიანი, სოფ. სასაში
კურორტი “მუაშის” ნაწილი კერძო საკუთრებაშია. “…ამათი თანხმობის გარეშე იქ არავინ შევა, ახალი მეპატრონე (გაუსხვისებელი ტერიტორიის ავტ.) რომ მოვიდეს…“ – აცხადებს გერმან (ბულათ) ქურასბედიანი – ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი.
კურორტი მუაში მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1300 მ.-ზე, ლაშხეთის თემში, სოფ. სასაშიდან 2 კმ მანძილზე. ის გამოირჩევა ლამაზი ადგილმდებარეობით, განსაკუთრებული მიკრო-კლიმატით და ოდითგანვე ცნობილი სამკურნალო მინერალური წყლით, რომელსაც იყენებდნენ როგორც სასმელად, ასევე აბაზანებისთვის. მუაში, საბჭოთა კავშირის არსებობისას, ცნობილი და მნიშვნელოვანი კურორტი იყო. მაშინ იქ ფუნქციონირებდა სამკურნალო პოლიკლინიკა და სააბაზანო, სასადილო, დამსვენებლებს შეეძლოთ კოტეჯებში განთავსებულიყვნენ, ბავშვებისთვის ეწყობოდა საზაფხულო ბანაკები. სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდებოდა.
90-ანი წლებიდან კურორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რაზეც ბუნებრივია ქვემო სვანეთის და განსაკუთრებით სასაშის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ ამაოდ. 2011 წელს სოციალურ ქსელ facebook-ზე გვერდიც კი შეიქმნა “გადავარჩინოთ მუაში”, მაგრამ მალე ეს გვერდი ისეთივე უმოქმედო გახდა, როგორც საკუთრივ კურორტი.
ჩვენ სასაშის რამდენიმე მკვიდრს გავესაუბრეთ:
რას იტყვით მუაშთან დაკავშირებით?
გიორგი ონიანი(სახელი შეცვლილია ავტ.): მუაშთან დაკავშირებით რა უნდა ვთქვა, მუაში არის ლამაზი, კარგი დასასვენებელი კურორტი, მაგრამ ახლა არის დაბინძურებული, ჩაბინძურებული და მოუვლელი, ისე კარგი კურორტია, კარგი მჟავეწყალი მოდის, სხვა რა ვთქვა აბა.
როსტომ ონიანი(სახელი შეცვლილია ავტ.): რა უნდა ვთქვა, ბუნებრივად იდეალური კურორტია, მეპატრონე კარგი ჰყავდა, დღევანდელი მდგომარეობით შეჩერებულია ყველაფერი, მუაშზე რომ კარგის მეტი არაფერი ითქმის ეს ფაქტია. მუაში არის ქვემო სვანეთის სიმბოლო, სიკეთის, მუაშზე უკეთესი ქვემო სვანეთს არ გააჩნია არაფერი, თვალსაჩინო და დასაყრდენი და სტუმარს რომ ანახო, მაი არი იშგენ ? ეს არის ერთადერთი მუაში.
გოგი ონიანი(სახელი შეცვლილია ავტ.): მუაში არის გადასარევი კურორტი და დასასვენებელი ადგილი, სადაც ზაფხულობით ადამიანმა შეიძლება დაისვენოს. გასაკეთებელია, შესაღობია, წყალი მისახედია, მინერალური წყალი მოსავლელია, მეტი რა უნდა ვთქვა.
თქვენი აზრით ვინ უნდა გააკეთოს, ვინ უნდა იზრუნოს მუაშის განახლებაზე ?
გიორგი ონიანი: მე მგონი სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს.
როსტომ ონიანი: ფულიანმა კაცმა, ვისაც ფული ექნება ის გააკეთებს, მე ამას ვერ შევძლებ, ამას უნდა კაი გვარიანი ფული.
გოგი ონიანი: მუაში შეიძლება ინვესტორმა რომ განაახლოს, ინვესტორის გასაკეთებელია, მოსაწვევია, რა თქმა უნდა მთავრობაც დაეხმარება, თუ არადა კერძომ.
გაქვთ თუ არა იმედი, რომ სახელმწიფო ამას გააკეთებს ?
გიორგი ონიანი: რა ვიცი, უიმედობა არ შეიძლება, იმედი მაქვს, იმედით ცხოვრობს ყველა ამ ქვეყანაზე.
გოგი ონიანი: ინვესტორმა სახელმწიფოს დახმარებითაც შეიძლება რომ გააკეთოს თუ არადა, თუ სახელმწიფო ჩაერევა შეიძლება ტენდერის გამოცხადებაც, თუ არადა ვისაც აქვს შესყიდული ეს კოტეჯები, მაგათ შეუძლიათ რომ უშუალოდ მოიყვანონ ინვესტორი და დააინტერესონ, რა თქმა უნდა იმ შეთანხმებით, რომ ხალხს არ შეეზღუდოს ასვლა, წყლის აღება და ა.შ.
დავინტერესდით თუ როგორ მოხდა კურორტი მუაშის გასხვისება. ამისათვის ნავრეზ ლიპარტელიანს – ლენტეხის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსს მივმართეთ:
ასევე გავესაუბრეთ გერმან (ბულათ) ქურასბედიანს– ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსს:
საჯარო რეესტრიდან ამოღებული ამონაწერის მიხედვით მუაშის ტერიტორიის ნაწილი, 11 000 კვ. მ. მართლაც რეგისტრირებულია და მისი მესაკუთრე 2011 წლის 10 ივნისს გახდა მარინე ბაკურაძე. გთავაზობთ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმას:
თითქმის ყველა ვინც მუაშში თუნდაც ერთხელ ყოფილა, ვისაც თუნდაც ერთხელ მუაშის “მჟავეწყალი” გაუსინჯავს, ყოველთვის ცდილობს ხშირად მივიდეს იქ თავის სტუმრებთან და მეგობრებთან ერთად. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მშვენიერი კურორტი ისევ განახლდება.
9,225 thoughts on “კურორტი “მუაში” მშველელს ელის”