ქვემო სვანეთში სპორტის მასწავლებლების დეფიციტია – ბავშვები მასწავლებლებს ითხოვენ

ქრისტინე დონღვანი, სოფ. ჩიხარეში
თამარი ონიანი, სოფ. სასაში
გიორგი ონიანი, სოფ. სასაში

სასაშის საჯარო სკოლის საჭიდაო დარბაზი
სასაშის საჯარო სკოლის საჭიდაო დარბაზი

ყველას მოგეხსენებათ, თუ როგორი მნიშვნელოვანია სპორტი ჯანსაღი ცხოვრებისთვის, მაგრამ ჩიხარეშში, მელეში, შკედში, სასაშში და ქვემო სვანეთის ბევრ სხვა სოფელში ბავშვებს შესაძლებლობა არ ეძლევათ, რომ სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ, სპორტის  თუნდაც ერთ სახეობაზე იარონ.

სკოლებში სპორტული დარბაზები არ არის შესაბამისად მოწყობილი, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა სპორტის მასწავლებლების არ არსებობაა.
ჩიხარეშში ბევრჯერ მოსულა მასწავლებელი სხვადასხვა სპორტის სახეობაში, მაგრამ დიდი ხნით არავინ გაჩერებულა. ბავშვებს შუა გზაზე მიატოვებდნენ-ხოლმე და მიდიოდნენ.

მოვუსმინოთ სოფ. ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს:

 

 

ამ პრობლემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით სასაშის საჯარო სკოლის დირექტორს მერაბ ონიანს მივმართეთ:

რა მდგომარეობაა სასაშის სკოლაში სპორტის სწავლების მხრივ?

“სასაშის სკოლაში სპორტი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გეგმით და გრაფიკით ისწავლება”.

ბავშვებს სურვილი აქვთ იარონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მაგრამ ამ დროს არ არის სექციები. რა არის ამის მიზეზი?

“გვყავს სპორტის პედაგოგი და ტარდება სპორტის გაკვეთილები. ეს  სპორტის პედაგოგი პროფესიონალი მწვრთნელი არ არის, რომ სხვადასხვა სახეობაში ამუშაოს და ავარჯიშოს მოსწავლეები. სპეციალისტების ჯერ მოძიება არის ჩვენთან პრობლემა   და მერე მეორე, მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, ხელფასით ანაზღაურება ვერ ხდება იმ მწვრთნელების და ხელმძღვანელების და აქედან გამომდინარე ნაკლებად არის იმის საშუალება, რომ მოვიწვიოთ სპეციალისტები”.

თქვენი აზრით როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა?

“რა ვიცი, ალბათ სახელმწიფოს ზემდგომი ორგანოების, ადგილობრივი თვითმართველობის, იმათი ჩარევით, იმათი ძალისხმევით და კეთილი სურვილებით ალბათ”.

თქვენი აზრით ვის შეუძლია გადაჭრას ეს პრობლემა?

“ალბათ სკოლაც ჩართული უნდა იყოს ამ ყველაფერში, ადგილობრივი თვითმართველობაც და მთავრობის წარმომადგენლებიც ალბათ, სამთავრობო პროგრამები უნდა განხორციელდეს, დაფინანსება უნდა იყოს და წახალისებული უნდა იყოს აქ მაღალმთიან რეგიონში. მოსაძიებელია, თუ ვინმე არის ამის სპეციალისტი და ამის კარგად მცოდნე და ალბათ დაინტერესება უნდა მოხდეს ამ პიროვნებების. მხოლოდ ენთუზიაზმით ვერ იმუშავებენ, უნდა მოხდეს ფინანსური მხარდაჭერა და ფინანსური მხარდაჭერის შედეგად შეიძლება გადაწყდეს ეს პრობლემა”.

კითხვები სასაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც დავუსვით:

დაასახელეთ სპორტის 3 სახეობა რომელშიც თქვე სიამოვნებით ივლიდით?

ლაშა ონიანი (სახელი შეცვლილია ავტ.) : მე დიდი სიამოვნებით ვივლიდი ჭიდაობაზე, ფეხბურთზე და კალათბურთზე.

ნატო ონიანი (სახელი შეცვლილია ავტ.): მე დიდი სიამოვნებით ვივლიდი ფეხბურთში, კალათბურთში და ფრენბურთში. ალბათ ასევე ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც ამ სკოლაში სწავლობს.

თქვენს მიერ დასახელებული სპორტის სახეობებიდან რომელი მოქმედებს აქ?

ლაშა ონიანი: სასაშის საჯარო სკოლაში შედარებით მოქმედებს ფეხბურთი ესეც ბავშვების მონდომებით არის გამოწვეული და ბავშვები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ჯანსაღ ცხოვრებას მიყონ ხელი და ჯანმრთელები გაიზარდონ.

ნატო ონიანი: ამ სამი სექციიდან არც ერთი არ მოქმედებს.

თქვენი აზრით რა უშლის ხელს სპორტის ამ სექციების ამოქმედება ხელს?

ლაშა ონიანი: ამ სექციების ამოქმედებას ხელს ის უშლის, რომ სახელმწიფოც არ არის იმდენად დაიტერესებული განავითაროს სპორტის ეს სახეობები ისეთ პატარ-პატარა სოფლებში, როგორიც სასაშია  და რაიონიც არ ცდილობს, რომ სახელმწიფო შეაწუხოს და მისი დახმარებით განავითაროს სპორტის ეს სახეობები. შეიძლება ისეთები გაიზარდონ ბავშვები, რომ ქვეყანას გამოადგნენ და ძალიან კარგი შედეგი მოიტანოს სპორტის ამ სახეობების განვითარებამ.

ნატო ონიანი: ალბათ ფინანსების უქონლობა სკოლიდან და ის რომ სპორტის არცერთი სახეობის მასწავლებლები არ გვყავს.

თქვენი აზრით ვის შეუძლია სპორტის ამ სახეობების განვითარება?

ლაშა ონიანი : ამ სახეობების განვითარება შეუძლია სახელმწიფოს და რაიონს,  რადგან როცა რაიონიდან მოვლენ და დაელაპარაკებიან ბავშვებს, სხვადასხვა ღონისძიებებში მიაღებინებენ მონაწილეობას, ამან შეიძლება ბავშვებს ძალიან დიდი სტიმული მისცეს და მეტი მონდომებით შეუდგებიან ვარჯიშს და შეიძლება ძალიან განვითარდეს სპორტი.

ნატო ონიანი : ჩვენ სახელმწიფოს რა თქმა უნდა, მაგრამ რატომღაც არც ჩვენი სკოლიდან და არც  ჩვენი მთავრობიდან ინიციატივა არ ჩანს, ჯერჯერობით, და იმედია მომავალში გამოჩნდება.

საკუთარი აზრი გამოთქვა სასაშის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა მარინე ლობჟანიძემ :

8,642 thoughts on “ქვემო სვანეთში სპორტის მასწავლებლების დეფიციტია – ბავშვები მასწავლებლებს ითხოვენ”