23-24 აპრილს თბილისში, ვაკის საცოც დარბაზში გაიმართება ირაკლი გელდიაშვილის ტრადიციული მემორიალური ტურნირი რთულ და სწრაფ ცოცვაში. საკვალიფიკაციო შეჯიბრი დაიწყება 23 აპრილს 12:00 საათზე, ფინალები კი – 24 აპრილს 13:00 საათზე. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ქართველი სპორტსმენები. ისინი რეგისტრაციას 23 აპრილს 11:00 საათზე გაივლიან. შეჯიბრი მხოლოდ ინდივიდუალურია,არ არის დაწესებული ასაკობრივი ზღვარი და ნებისმიერი ასაკის სპორტსმენს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
ქვემო სვანი სპორტსმენებიდან მემორიალში მონაწილეობენ: გიგა ჯანხოთელი, სალომე მეშველიანი და დათო მუსელიანი. ისინი თბილისის სახელით იასპარეზებენ. დათო მუსელიანმა დაახლოებით 3 თვის წინ ვარჯიშისას ფეხის ტრავმა მიიღო და ექიმებმა ურჩიეს 1 წლით შეეწყვიტა ვარჯიში, მაგრამ ის მაინც გამოვა ამ ტურნირზე.
ვინ და რამდენი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზემო სვანეთიდან ჩვენთვის ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. დანამდვილებით ცნობილია, რომ ტურნირზე გამოვლენ მარი ქურდიანი თბილისის სახელით და ალმაცგირ კვიციანი.
ვაკის საცოცი დარბაზი მდებარეობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში, ი.ჭავჭავაძის გამზ.49ა, შესასვლელი მარცხენა გვერდიდან.
8,988 thoughts on “23-24 აპრილს გაიმართება გელდიაშვილის მემორიალი მეკლდეურობაში”