ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ვარლამ ლიპარტელიანი - ფოტო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის facebook გვერდიდან
ვარლამ ლიპარტელიანი – ფოტო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის facebook გვერდიდან

დღეს რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩეპიონატში ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა.

27 წლის ვარლამ ლიპარტელიანმა სულ რვაჯერ მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემიონატში ჭიდაობა ძიუდოში და უმედლოდ და საპრიზო ადგილის გარეშე არასოდეს დარჩენილა, აქედან სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. ის უკვე კონტინენტის სამგზის ჩემპიონია.

ვარლამ ლიპარტელიანმა ყაზანში ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ყველა დამაჯერებლად მოიგო. ბოლო სამი ბრძოლა და მათ შორის ფინალი კი – ულამაზესი იპონებით.
ვულოცავთ ვარლამს და ყველა მის გულშემატკივარს მორიგ დიდ გამარჯვებას !

8,806 thoughts on “ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა”