”ღამე მუზეუმში” – მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შემოქმედებითი საღამო მოეწყო

ინგა ონიანი, ლენტეხის ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი
ინგა ონიანი, ლენტეხის ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი

20 მაისს შემოქმედებითი საღამო მოეწყო ლენტეხის ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

16-დან 21-მაისამდე მუზეუმების კვირეულთან დაკავშირებით მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობდა.

ეს საღამო იმით გამოირჩეოდა, რომ ქალბატონი ინგა ონიანი (მუზეუმის დირექტორი), მისთვის ჩვეული ხალისით და ენერგიულობით, ცდილობდა ყველას გააქტიურებას, შეკრებილი საზოგადოების ყველა წევრის ჩართვას საღამოს მიმდინარეობაში, მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩინებას. მან იქ მყოფ საზოგადოებას წარუდგინა მხატვარი და ხატმწერი, სოფ. მელურის მკვიდრი თამარ დადასტანიშვილი:

საღამოს ძირითადი მიზანი ახლად შექმნილი ქალთა ანსამბლის წარდგენა იყო. ქალთა ანსამბლი ერთი თვეა რაც შეიქმნა ლენტეხის შემოქმედებითი კულტურის ცენტრში  და მას ხელმძღვანელობს ლიკა (ლიდა) ლიპარტელიანი:

ანსამბლის შესახებ ისაუბრა ლენტეხის შემოქმედებითი კულტურის ცენტრის დირექტორმა მაყვალა (ცუგუ) გაზდელიანმა:

ქალთა ანსამბლმა თავისი რეპერტუარის წარდგენა ”მრავალჟამიერით” დაიწყო:

საღამოს მსვლელობაში აქტიურად იყო ჩართული გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსი მარადი ლიპარტელიანი:

ქალბატონი ინგა დამსწრეებს, წინასწარი დაგეგმვის და შეთანხმების გარეშე,  მათთვის მოულოდნელად სთხოვდა  სხვადასხვა “დავალებების” შესრულებას, რამაც საღამოს თავისი ეშხი შესძინა:

გამგეობის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა მედიკო ხვისტანმა ისაუბრა 18 მაისის – მუზეუმების საერთაშორისო დღის, ასევე მუზეუმების კვირეულის დაწესებისა და მნიშვნელობის შესახებ, მადლობა გამოუცხადა ინგა ონიანს გაწეული მუშაობისათვის და სურვილი გამოთქვა მომავალშიც მოეწყოს მსგავსი სალონური საღამოები.

საღამოს ესწრებოდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის “ლაგუშედა”-სა და მგალობელთა გუნდის “ლემშვანიერა”-ს ლოტბარი ზურაბ ლიპარტელიანი, მასაც მოუწია სახელდახელოდ, იქ მყოფი ახალგაზრდებისგან “შეეკრიბა გუნდი” და ემღერა:

საკუთარი შთაბეჭდილებები და განცდები გაგვიზიარა ქალთა ანსამბლის წევრმა, მუზეუმის თანამშრომელმა მზია მეშველიანმა:

ლენტეხის ქალთა ანსამბლის წევრებმა სვანური “ირინოლა” და რაჭული “სიდონია” შეასრულეს, რამაც კიდევ უფრო გაამხიარულა იქ მყოფი საზოგადოება:

 

ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსების შესახებ, ლადო (ვლადიმერ) მუსელიანის ღვაწლზე და მუზეუმის მნიშვნელობაზე, სვანეთის ისტორიაზე ისაუბრა დამსახურებულმა პედაგოგმა პიმენ ხვისტანმა.

საღამო თბილ, შინაურულ გარემოში მიმდინარეობდა. დასასრულს ქალთა ანსამბლის წვრებმა და იქ მყოფმა მომღერლებმა ერთობლივადაც შეასრულეს აფხაზური “დაჭრილის სიმღერა”, რითაც დააგვირგვინეს შესანიშნავი ღონისძიება:

One thought on “”ღამე მუზეუმში” – მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შემოქმედებითი საღამო მოეწყო”

  1. sasiamovno iyo am sagamos xilva.gansakutrebit minda avgnishno qalta simgeris ansambli ,,sidonia,,warmatebebi minad usurvo mat da saertod lentexis raions.myvarxart da did pativs gcemt chemo sayvarlebo:-)

Leave a Reply

Your email address will not be published.