გოჩა ჭაბუკაიძის კონცერტი ლენტეხში

ავტორი: ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი

გოჩა ჭაბუკაიძის ტურნეს ფარგლებში, 7 და 9 ივნისს  ქალაქ  ცაგერსა და დაბა ლენტეხში ჩატარდა  კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ნიჭიერმა მომღერალმა ბაკურ ჩანქსელიანმა. ამ კონცერტების შესახებ ჩვენ ბაკურს გავესაუბრეთ :

როგორ მოხვდი ამ პროექტში ?
ჯერ კიდევ გასული წლის მარტში, ოზურგეთში ჩემ მიერ ორგანიზირებული საქველმოქმედო კონცერტზე უკეთესად გავიცანი გოჩა ჭაბუკაიძე და დავმეგობრდით.
მიმდინარე თვეში რაჭაში მქონდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მომღერლები ( ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, მარკუს მეტრეველი, ქეთი ორჯონიკიძე და გოჩა ჭაბუკაიძე)
გოჩამაც შემომთავაზა, რომ მემღერა ცაგერსა და ლენტეხში.

როგორი ჩაიარა კონცერტებმა ?
როგორც თვითონ აღნიშნა ლენტეხის კონცერტმა ყველა 13 კონცერტს გადაუსწრო, იმდენად მოეწონა აუდიტორია. როდესაც ამ სიტყვებს მეუბნებოდა გული სიამაყით მევსებოდა. მიხარია, რომ გემოვნებიანი მსმენელი ჰყავს ლენტეხს.

კონცერტის ბოლოს საზეიმო სუფრა მოეწყო კულტურის სახლში.
რადგან გოჩა პირველად იყო სვანეთში ჩემს სახლში როგორ არ წამეყვანა?
რა თქმა უნდა თვითონაც დიდი სიხარულით დამთამხმდა და ღამით გავეშურეთ ხელედისკენ. ხელედსა და ლენტეხში მოილოცა ეკლესიები. დილით 6 საათზე ადგა, რომ წასულიყო მთაში, სადაც მდებარეობს წმ. ელიას სახელობის ეკლესია და იქაურობა მოილოცა.
გახარებული იყო. ძალიან შეუყვარდა ლენტეხელი ხალხი და პირობაც დადო, რომ აქაურობას ისევ ესტუმრებოდა.

მარჯვნიდან: ლიკა ჭელიძე,  გოჩა ჭაბუკაიძე, ლაშა ბიბიჩიძე, ბაკურ ჩანქსელიანი
მარჯვნიდან: ლიკა ჭელიძე, გოჩა ჭაბუკაიძე, ლაშა ბიბიჩიძე, ბაკურ ჩანქსელიანი