მიმდინარე წლის 14 ივნისს ლენტეხის სამხატვრო სკოლამ გამართა წლის შემაჯამებელი გამოფენა-გაყიდვა. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა თამარ მეფის ქუჩაზე გამოფინეს სხვადასხვა სახის შესანიშნავი ნახატები, ხელით ნაქსოვები, თექაში შესრულებული ქუდები, ხალიჩები, ჩანთები, გობელენები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც მთელი წლის განმავლობაში შექმნილი ნაწარმოებები, ასევე საგამოცდო ნამუშევრებიც.
წელს, პირველად, შემაჯამებელ გამოფენაში ხელედის ჯგუფმაც მიიღო მონაწილეობა. პედაგოგი ლია ქურასბედიანი.
ჩვენ გავესაუბრეთ სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელს თამილა ლიპარტელიანს და პატარა ხელოვანებს:
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი
8,877 thoughts on “ლენტეხის სამხატვრო სკოლამ გამოფენა-გაყიდვა გამართა”