Category Archives: ეკოლოგია

ხანძარი მესტიის ტყეში

12 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბანგურიანის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “ლცლაშის” ტყეს ცეცხლი წაეკიდა, შსს სამსახურმა ოპერატიულად გამოიძახა ვეტმფრენი, რადგან სხვა ტექნიკით აღნიშნულ ადგილამდე მისვლა შეუძლებელია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვება.
Continue reading ხანძარი მესტიის ტყეში

სოფ. გვიმბრალის ოთიას უბანში სასმელი წყლის გაყვანას წლებია ითხოვენ

სოფელი გვიმბრალა ცაგერი-ლენტეხის შემაერთებელ გზაზე, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, დაბა ლენტეხიდან 15 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დავინტერესდით რა პრობლემები აწუხებთ გვიმბრალის მცხოვრებთ, რა დაპირებები მიიღეს 2014 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებზე და როგორი კმაყოფილები არიან მათი შესრულებით.
Continue reading სოფ. გვიმბრალის ოთიას უბანში სასმელი წყლის გაყვანას წლებია ითხოვენ

ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევის შედეგად ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელს ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა

22 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის ბოძს ხანგრძლივმა წვიმებმა და ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალეს, რამაც გამოიწვია მისი წაქცევა.
Continue reading ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევის შედეგად ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელს ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა

სოფ. ბაბილში კლდე ჩამოიშალა – ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

21 ივნისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაბილში გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოიშალა კლდე, რის შედეგადაც ჩაიკეტა ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზა. ეს დაახლოებით ღამის 11-ის ნახევარზე მოხდა და საბედნიეროდ არავინ დაშავდა. ტრანსპორტის მოძრაობა მეორე დღეს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად განახლდა. Continue reading სოფ. ბაბილში კლდე ჩამოიშალა – ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო

6 ივნისს დაბა მესტიაში “მესტიაჭალა 1” და “მესტიაჭალა 2” ჰიდრო ელექტრო სადგურების კასკადის მშენებლობის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. მესტიას ეწვიენ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო”-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
Continue reading მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო

წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხში ტრენინგი ჩაატარა

მიმდინარე წლის 23 თებერვალს დაბა ლენტეხში, გამგეობის შენობის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა საგანგებო სიტუაციებისას საოჯახო გეგმის შედგენის ტრენინგი. Continue reading წითელი ჯვრის საზოგადოებამ ლენტეხში ტრენინგი ჩაატარა

იგეგმება თუ არა გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ქვემო სვანეთში?

ქვემო სვანეთის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდრო-ელექტროსადგურების  მოსალოდნელი მშენებლობების შესახებ ინფორმაციამ შეაშფოთა.
Continue reading იგეგმება თუ არა გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ქვემო სვანეთში?

ქარიშხალმა სოფელი ჩიხარეშიც დააზარალა

წუხელ ძლიერმა ქარიშხალმა  სოფ.ჩიხარეშის საჯარო სკოლის გვერდით მდებარე ხე წააქცია, რომელიც სკოლას დაეცა და ძლიერად დააზიანა. დაზიანებულია სხვა შენობებიც.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ლაშხეთის უმეტეს სოფლებს. სტიქიის ზონაში ლენტეხის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ზარალი დაითვალეს.
Continue reading ქარიშხალმა სოფელი ჩიხარეშიც დააზარალა

წყალდიდობების რისკების მართვაზე სემინარი გაიმართა

ფოტოზე: ფლეთილი ქვების ნაპირსამაგრი მდ. ხელედურაზე

10-11 მარტს, წყალტუბოში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამნისტროს ინიციატივითა და ადაპტაციის ფონდის ხელშეწყობით გაიმართა საინფორმაციო სემინარი, რომელსაც საქართველოს მედია-ორგანიზაციების 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
Continue reading წყალდიდობების რისკების მართვაზე სემინარი გაიმართა

ნაგავსაყრელების პრობლემა მწვავედ დგას – სოფელი ჩიხარეში

ავტორი: ქრისტინე დონღვანი, სოფ ჩიხარეში

ქვემო სვანეთის ერთერთ ულამაზეს სოფელ ჩიხარეშში ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა. შევეცადე გამეგო აქ მცხოვრებთა აზრი ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.
Continue reading ნაგავსაყრელების პრობლემა მწვავედ დგას – სოფელი ჩიხარეში

ნარჩენების მართვის პრობლემები ქვემო სვანეთში

უკანონო ნაგავსაყრელი რცხმელურში

ქვემო სვანეთში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული მდგომარეობაა. Continue reading ნარჩენების მართვის პრობლემები ქვემო სვანეთში