ირაკლი ქურასბედიანი პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე,  ქვემო სვანეთის  სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი  იმედას ძე ქურასბედიანი  უკვე  9 წელია რაც სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს და უკვე საკმაოდ წარმატებულია, მოყვარულ მოკრივეებს შორის  მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი, კატალონიის რეგიონის ტურნირი რამდენჯერმე, ასევე სხვა არარეგიონული ტურნირები. ის ჯერ 23 წლის არის,  უკვე პროფესიონალურ კრივში აგრძელებს ასპარეზობას და წარმატების დიდი იმედი აქვს.
გთავაზობთ ინტერვიუს პერსპექტიულ სპორტსმენთან:
Continue reading ირაკლი ქურასბედიანი პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს

ლენტეხის სამხატვრო სკოლა ”სააღდგომო ფესტივალზე”

29 აპრილს თბილისში სამების საკათედრო ტაძარში  გაიმართა ”სააღდგომო ფესტივალი” , რომელშიც მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს რეგიონის სამხატვრო სკოლები. ფესტივალზე ლენტეხის სამხატვრო სკოლის 27 -მა აღსაზრდელმა და ორმა პედაგოგმა (თამილა ლიპარტელიანი და მთვარისა გაზდელიანი) წარადგინა საკუთარი  ნამუშევარი. ფესტივალს ორგანიზატორობდნენ  საპატრიარქოსთან არსებული  “ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების  ცენტრი”  და კომპანია  ”სტუდია  N”.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლა ”სააღდგომო ფესტივალზე”

სვანეთიდან კონკურსის ” ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალში 3 გუნდი იასპარეზებს

27 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ხორნაბუჯში გაიმართა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ნახევარფინალური შეხვედრა უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ლენჯერის N1 საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი” შეხვდა ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდს. შეხვედრა გუნდი “კიდობანი”-ს სასარგებლოდ დამთავრდა (ანგარიშით  18-16).
Continue reading სვანეთიდან კონკურსის ” ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალში 3 გუნდი იასპარეზებს

ზემო სვანმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა კოლხეთის ტურნირი მოიგეს

29-30 აპრილს ქ.ზუგდიდში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძუდოში “კოლხეთის თასი 2017” 2002-2003 და 2004-2006 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. მასში ზემო სვანეთის სახელით ასპარეზობდა ცამეტი მოსწავლე, მათგან პირველ საპრიზო ადგილს დაეუფლა სამი ძიუდოისტი: ფარჯიანი საბა (30 კგ.), გირგვლიანი დავით (55 კგ.), ჯაფარიძე აკაკი (60 კგ.).
Continue reading ზემო სვანმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა კოლხეთის ტურნირი მოიგეს