Category Archives: რელიგია

“ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში

1994 წლის შემოდგომაზე, ლაშხეთში, სოფელ ლაშხარაშის გასწვრივ, მდინარე ხანაშურის მარჯვენა ნაპირზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, სადაც, ხალხის გადმოცემით, ოდესღაც კოშკი მდგარა, ბატონი გრიგოლ ჯანხოთელის ინიციატივით, გადაწყდა, აშენებულიყო ტაძარი. ეკლესიას სახელი ხალხმა შეურჩია – “ლაშხეთის მაცხოვრის ტაძარი”. დაწესდა, რომ ყოველი წლის 1 აგვისტოს აღინიშნოს “ლაშხეთობა”. “svaneTiinfo.ge” ულოცავს ლაშხეთელებს და სრულიად სვანეთს ამ დღესასწაულსს. დღეს, როგორც ყოველთვის,  უამრავმა მომლოცველმა მოიყარა ტაძარში თავი.
Continue reading “ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში

კვირიკობა სვანეთში

28 ივლისი, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღე, სვანეთში განსაკუთრებულად, როგორც – კვირიკობა, “ლაგვირკობა” აღინიშნება. ამ დღეს ზემო სვანეთის სოფელ კალაში  მდებარე მეთერთმეტე საუკუნის ტაძარში – ლაგურკაში,  თავს იყრის სალოცავად მოსული მრევლი არა მარტო სვანეთიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან.
Continue reading კვირიკობა სვანეთში

კოხინჯრობა – საეკლესიო თუ საერო დღესასწაული ?

სვანეთში უძველესი დროიდან აღინიშნებოდა კოხინჯრობა, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი დღესაც ზეიმობს. წინაპრების გადმოცემით, კოხინჯრობის რიტუალის ჩატარებით მოსახლეობა ძლიერ სეტყვას, ე.წ. კოხს გადაურჩება და მისი შრომაც დაფასდება – მოსავალი არ განადგურდება. ადგილობრივი მკვიდრების  ნაწილი თვლის, რომ წინაპრების მიერ დანატოვარი ამ რიტუალის შესრულებით, დღესაც შესაძლებელია მოსავლის გადარჩენა სტიქიური უბედურებისგან. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის ცრურწმენა და ლოცვა ამინდის მოსაყვანად მხოლოდ ეკლესიაშია მიღებული. “svanetiinfo.ge” საეკლესიო პირების აზრითაც დაინტერესდა.

Continue reading კოხინჯრობა – საეკლესიო თუ საერო დღესასწაული ?

დაბა ლენტეხში საკათედრო ტაძარი შენდება

29 მაისს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დაბა ლენტეხში მშენებარე საკათედრო ტაძრის საძირკველი აკურთხა.
Continue reading დაბა ლენტეხში საკათედრო ტაძარი შენდება

‘’ჯვარი მძლეველმა“ ისევ გაიმარჯვა

ფოტოზე:  გუნდი “ჯვარი მძლეველი” მასწავლებელთან თინი მუკბანიანთან ერთად

31 მარტს ლენტეხის კულტურის სახლში ჩატარდა სარაიონო ეტაპი სკოლის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური კონკურსისა “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”.
Continue reading ‘’ჯვარი მძლეველმა“ ისევ გაიმარჯვა

ღვთისმშობლის ხატი დაბა ლენტეხის გავლით უშგულში წააბრძანეს

ღვთისმშობლის ხატი, რომელიც უშგულის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას უნდა შესწირონ, გუშინ დაბა ლენტეხში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს. Continue reading ღვთისმშობლის ხატი დაბა ლენტეხის გავლით უშგულში წააბრძანეს

მაქსიმობა ცაგერში

ხატის გადაბრძანება26 აგვისტოს ლეჩხუმში მაქსიმობა იზეიმეს. ამ დღეს ქალაქ ცაგერს სვანეთიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან უამრავი ხალხი სტუმრობდა. Continue reading მაქსიმობა ცაგერში

მარხვის შესახებ

მეუფე სტეფანე
გთავაზობთ საუბარს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოს სტეფანესთან (კალაიჯიშვილი). Continue reading მარხვის შესახებ

მრევლის კითხვებს უპასუხა დეკანოზმა იაკობმა

კითხვა: სამწუხაროდ, ხშირად ზოგიერთები სხვადასხვა მიზეზით სასულიერო პირებს განიკითხავენ. როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე როცა მიიჩნევს, რომ სასულიერო პირი შეუფერებლად იქცევა ?
Continue reading მრევლის კითხვებს უპასუხა დეკანოზმა იაკობმა