ფოტოზე: გუნდი “ჯვარი მძლეველი” მასწავლებელთან თინი მუკბანიანთან ერთად
31 მარტს ლენტეხის კულტურის სახლში ჩატარდა სარაიონო ეტაპი სკოლის მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური კონკურსისა “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”.
ეს კონკურსი რამდენიმე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით უფროს და უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში ტარდება და ფინალში ერთმანეთს 7 საუკეთესო გუნდი ხვდება. უფროს ასაკობრივ ჯგუფში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9-12 კლასელებს, ხოლო უმცროს ასაკობრივ ჯგუფში – მე-5-8 კლასელებს.
უფროს ასაკობრივ ჯგუფში სარაიონო ეტაპზე მონაწილეობდნენ ლენტეხის №2 საჯარო სკოლის გუნდი “ემანუელი” და ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი”, ხოლო უმცროს ასაკობრივ ჯგუფში ლენტეხის №2 საჯარო სკოლის გუნდი “კარიბჭე” და ხელედის საჯარო სკოლის გუნდი “ემანუელი”. გამარჯვებული გუნდები გახდნენ უფროსებში “ჯვარი მძლეველი” და უმცროს ასაკობრივ ჯგუფში – “ემანუელი”.
რამდენიმე წელია ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი ამ კონკურსის ფინალში გადადის და პრიზის სახით საქართველოს სხვადასხვა ეპარქიებში მოგზაურობს.
სარაიონო ეტაპზე გამარჯვებულმა გუნდებმა ზონალურ ეტაპზე უნდა მიიღონ მონაწილეობა, წარმატებები ვუსურვოთ მათ.
სალომე ბენდელიანი, სოფ.საყდარი
ტარიელ მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი
13,885 thoughts on “‘’ჯვარი მძლეველმა“ ისევ გაიმარჯვა”