ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდება უფასო ტრენინგები მარკეტინგსა და ბრენდინგში. Continue reading მარკეტინგის და ბრენდინგის ტრენინგები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის
Category Archives: ტურიზმი
“ამ ადგილმა აგვირჩია” — გაიცანით გოგო, რომელიც წალკაში საოჯახო ბიზნესს მართავს
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს. კოტეჯი “დაშბაშის პანორამა” მდინარე ხრამის ხეობაში, პატარა გორაკზე, მისივე სახლის ეზოში დგას. იქიდან ყველაფერი ჩანს, რაც ასე იზიდავს ტურისტებს. მათი რიცხვი კი იზრდება, განსაკუთრებით, ბოლო დროს, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდის გახსნის შემდეგ.
Continue reading “ამ ადგილმა აგვირჩია” — გაიცანით გოგო, რომელიც წალკაში საოჯახო ბიზნესს მართავს“მე მიყვარს ხოფური”- სახალხო ფესტივალი ქვემო სვანეთში
სვანეთის უძველეს და ულამაზეს სოფელ ხოფურში, ამავე სოფელში აღზრდილმა ნინო გაბიძაშვილმა შესანიშნავი სახალხო ფესტივალი „მე მიყვარს ხოფური“ დააფუძნა, რომელიც ყოველწლიურად შუა აგვისტოში ტარდება.
Continue reading “მე მიყვარს ხოფური”- სახალხო ფესტივალი ქვემო სვანეთშილატფარობა წელს 7 აგვისტოს აღინიშნება
ბიო-ჩაი და თევზის წარმოება – მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა საქართველოში
სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. შოთა კოპალიანი ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში ცხოვრობს. მას ჩაის დამზადების კულტურა მემკვიდრეობით წინაპრებისგან ერგო და დღემდე მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს.
Continue reading ბიო-ჩაი და თევზის წარმოება – მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა საქართველოშილატფარობაზე წირვა მეუფე სტეფანემ აღავლინა
8 აგვისტოს, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) წირვა აღავლინა ლატფარის უღელტეხილზე მდებარე წმ. ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ დეკანოზი იაკობი (კვირიკაშვილი), დეკანოზი გიორგი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები.
ლატფარობა წელს 8 აგვისტოს აღინიშნება
8 აგვისტოს, სვანეთში, ლატფარის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე, იქვე აღმართული, წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძრის დღესასწაული
აღინიშნება. ეს დღესასწაული მესამე წელია რაც ტარდება. ის უკვე სახალხო ზეიმად გადაიქცა და ხალხმა მას “ლატფარობა” უწოდა.
ლატფარი ერთერთია იმ უღელტეხილებს შორის, რომლებიც ქვემო და ზემო სვანეთს აკავშირებენ.
21 იანვარს ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ელ. ენერგია შეეზღუდებათ
21 იანვარს 12:00სთ-დან 15:00 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს დაბა მესტიაში და შემდეგ სოფლებს – ჰაწვალი, ლენჯერი, ლანჩვალი. ელექტროენერგიის შეზღუდვა გამოწვეულია ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებით. სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
Continue reading 21 იანვარს ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ელ. ენერგია შეეზღუდებათ
სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს
15 დეკემბერს, ქვემო სვანეთში, მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან 2 დღის მანძილზე თოვლში ჩარჩენილი გურამ ლობჟანიძე ადგილობრივი მოხალისეებისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა.
13 დეკემბერს სოფ. ლემზაგორის მკვიდრ გურამ ლობჟანიძეს და მისი თანმხლებ პირს ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ და მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან, კლდოვან და გაუვალ ადგილებში მოხვდნენ, გურამ ლობჟანიძე დაშავდა კიდეც, იმ ადგილას მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინათ.
Continue reading სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს
ზღვის დონიდან 3 000 მ.-ზე, ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში წირვა აღევლინება
10 აგვისტოს, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე მდებარე წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს დეკანოზი იაკობი (კვირიკაშვილი). ეს ტაძარი ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ ერთერთ უღელტეხილზე, ლატფარის უღელტელზე მდებარეობს. Continue reading ზღვის დონიდან 3 000 მ.-ზე, ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში წირვა აღევლინება
ლენტეხში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა მეკლდეურობაში
18-21 ივლისს დაბა ლენტეხის სპორტ-კომპლექსის ღია კედელზე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ახალგაზრდებს შორის სწრაფ და რთულ ცოცვაში და ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირი გუნდებს შორის. ჩემპიონატი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირში პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადასცა: Continue reading ლენტეხში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა მეკლდეურობაში
ლენტეხისა და უშგულის დამაკავშირებელი გზა ღვარცოფმა გადაკეტა
დღეს, 25 ივლისს, დილის საათებში, ძლიერი წვიმების შედეგად ღვარცოფმა ისევ გადაკეტა გზა სოფ. ბაბილსა და სოფ. მაცხვარლამეზურს შორის. საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია დაბა ლენტეხიდან სოფ. მაცხვარლამეზურის, ჩოლურის და ლაშხეთის თემების ათეულობით სოფლის, უშგულის და სხვა სოფლების მიმართულებით.
Continue reading ლენტეხისა და უშგულის დამაკავშირებელი გზა ღვარცოფმა გადაკეტა