ლენტეხში და ცაგერში პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციები გაიმართება

დღეს, 24 იანვარს, 12:00 საათზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო 14:00 საათზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზებში “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს წარმომადგენლები გამართავენ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციებს.
Continue reading ლენტეხში და ცაგერში პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს პრეზენტაციები გაიმართება

ჩოლურის სკოლაში ამერიკელი მოხალისე ასწავლის

2017 წლის 15 სექტემბრიდან ჩოლურის საჯარო სკოლაში ინგლისურს, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ამერიკელი პროგრამისტი დონალდ ქამერონი (Donald Cameron) ასწავლის. ის 2018 წლის მაისის ბოლომდე დარჩება ჩოლურში. დონალდი საკუთარი სურვილით კვირაში ერთხელ თავისუფალ გაკვეთილს ატარებდა ნებისმიერი მსურველისათვის, მაგრამ შეწყვიტა მსმენელების არ არსებობის გამო.
Continue reading ჩოლურის სკოლაში ამერიკელი მოხალისე ასწავლის

ლენტეხში ნათლისღების დღესასწაულზე ნათლობა ღია ცის ქვეშ ჩატარდა

19 იანვარს, დაბა ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტერის იღუმენმა ილარიონმა (სახელაშვილმა).
Continue reading ლენტეხში ნათლისღების დღესასწაულზე ნათლობა ღია ცის ქვეშ ჩატარდა

სალომე ლიპარტელიანმა “ლენტეხის ეტალონი მოსწავლის” ტიტული მოიპოვა

18 იანვარს, ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს მეორე ტური – ნახევარფინალი, რომელშიც გაიმარჯვა ლენტეხის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სალომე გოჩას ასულმა ლიპარტელიანმა (კლასის დამრიგებელი – ზამირა დრიაევა). მან ამ გამარჯვებით “ეტალონი”-ს ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც ბათუმში გაიმართება.
Continue reading სალომე ლიპარტელიანმა “ლენტეხის ეტალონი მოსწავლის” ტიტული მოიპოვა

ლენტეხის ყოფილი გამგებელი დიაკვნად ეკურთხა

31 დეკემბერს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი 2014-17 წლებში ამირან (ჟორდან) ჯამბურიძე.
Continue reading ლენტეხის ყოფილი გამგებელი დიაკვნად ეკურთხა

ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა

30 დეკემბერს ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში (დირექტორი ციცინო მუსელიანი) დიდი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმში სკოლის ყველა კლასმა მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეტად სახალისო სკეტჩი საახალწლო თემაზე, ცეკვები, ლექსები და სიმღერები. Continue reading ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა