18 იანვარს, ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს მეორე ტური – ნახევარფინალი, რომელშიც გაიმარჯვა ლენტეხის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სალომე გოჩას ასულმა ლიპარტელიანმა (კლასის დამრიგებელი – ზამირა დრიაევა). მან ამ გამარჯვებით “ეტალონი”-ს ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც ბათუმში გაიმართება.
ინტელექტუალური შეჯიბრის მეორე ტურში მონაწილეობდა ქვემო სვანეთის 11 სკოლის 60 მოსწავლე, რომელთაც მანამდე შიდა სასკოლო შეჯიბრში – პირველ ტურში გაიმარჯვეს. მეორე ტურის ყველა მონაწილეს სიგელი გადაეცა.
ლენტეხში ინტელექტუალური თამაშის მეორე ტურს უძღვებოდა “ეტალონი”-ს ერთ–ერთი ორგანიზატორი გოჩა ტყეშელაშვილი. თამაშის მსვლელობას ესწრებოდნენ ლენტეხის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბადრი ქარდავა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა გულშემატკივრები.
სამწუხაროდ, თამაშის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა მაყურებელთა მხრიდან კარნახს, რის გამოც ლენტეხის №1 საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნატო ჯანხოთელი იძულებული გახდა მაყურებლებისთვის შენიშვნა მიეცა, გოჩა ტყეშელაშვილმა კი აღნიშნა, ჩემი გამოცდილებით, კარნახის დახმარებით თამაშის მონაწილე წინ მაინც ვერ წავა და ეს მოსწავლეთა შედეგებზე ვერ აისახებაო.
გოჩა ტყეშელაშვილის თხოვნით სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა გასული წლის ფინალისტს ქვემო სვანეთიდან ლაშა ჩანქსელიანს. ეს საჩუქარი არის ჩარჩოში ჩასმული ლაშა ჩანქსელიანის ფოტო, როლელზეც არის გოჩა ტყეშელაშვილის, ნატო ჯანხოთელის, ბადრი ქარდავას და 2015–2016 წლის “ეტალონი”-ს ფინალისტის და მეორე ადგილოსანის გაგა გვიჭიანის ხელმოწერები. ლაშას საჩუქარი მის მიერ სკოლის დამთავრებამდე სკოლის საპატიო ადგილზე დაიდებს ბინას, შემდეგ კი გადავა მის საკუთრებაში.
გთავაზობთ ნახევარფინალში გამოვლენილი ყველაზე მაღალქულიანი 9 მოსწავლის რეიტინგს:
სალომე ლიპარტელიანი (82 ქულა)
თამარი ლიპარტელიანი (82 ქულა)
ანა გაზდელიანი (81 ქულა)
ვანო ტვილდიანი (79 ქულა)
თამარ ონიანი (77 ქულა)
ანა კვასტიანი ((76 ქულა)
ვახტანგ ბენდელიანი (74 ქულა)
მირანგულა მუკბანიანი (73 ქულა)
ლევან გელოვანი (73 ქულა)
გვანცა ქურასბედიანი, დაბა ლენტეხი.