ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

გუშინ, უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ეთერი 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის, ახლა კი უფროს ასაკში მიაღწია ამ ისტორიულ წარმატებას.

გუშინდელ ფინალში მან ორგზის მსიფლიო ჩემპიონატების პრიზიორი, ტიტულოვანი იაპონელი მომო ტამაოკი (TAMAOKI Momo) დაამარცხა ეფექტური და შესანიშნავი ილეთებით. მანამდე კი კორეელი ჯუჰი კიმი, ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი დარია კურბონმამედოვა, ფინელი პიჰლა სალონენი, და თურქმენი მაისა პარდაიევა ჩამოიშორა,