გიორგი ჩანქსელიანი ევროპის თასის მედალოსანია

გუშინ, 31 მაისს, ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის თასზე ძიუდოში ახალგაზრდებს შორის ლენტეხელმა გიორგი ჩანქსელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 60კგ-მდე წონით კატეგორიაში.

ეს გიორგისთვის პირველი მედალია საერთაშორისო ტურნირებზე.

გრაცის ახალგაზრდულ ევროპის თასზე საქართველო 39 ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.