მირანგულა მუკბანიანის სიუჟეტი – “მთას ვუბრუნდებით შვილები”

20 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის – „მთას ვუბრუნდებით შვილები“ – ფარგლებში, ფინალური შეხვედრა გაიმართა. პროექტში “svanetiinfo”-ს კორესპონდენტი, ლენტეხელი მირანგულა მუკბანიანიც იღებდა მონაწილეობას. იგი კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის დიპლომით დაჯილდოვდა.   “svanetiinfo” ულოცავს მირანგულა მუკბანიანს ამ წარმატებას და გთვაზობთ მის რეპორტაჟს უცვლელად. კონკურსანტმა ვიდეოსიუჟეტში მთის განვითარების საკუთარი ხედვა და მიგრაციის მიზეზები წარმოადგინა.

Continue reading მირანგულა მუკბანიანის სიუჟეტი – “მთას ვუბრუნდებით შვილები”

მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან

22- ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მომლოცველთა ჯგუფმა, რომელიც სიწმინდეების მოსალოცად იტალიაში იმყოფება, დაბადების დღე მიულოცა მეუფე ილარიონს. ამ მეტად სასიამოვნო ფაქტით დაიწყო ეს დღე, შემდეგ ჯგუფი გაადაადგილდა ქალაქ ბოლონიაში, წმინდა ბასილი დიდის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში, სადაც ქართული დიასპორიის წარმომადგენლები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ მეუფეს და მომლოცველთა ჯგუფს. მეუფის პატივსაცემად გაიმართა ქართველი ემიგრანტების მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონიალი. მეუფე ილარიონმა გადაიხადა მათთვის სამშვიდობო პარაკლისი. ოყო სიხარული, გულისტკივილის გაზიარება და ცრემლები. იქაურმა მრევლმა სთხოვა მამა ეგნატეს, მიეღო მათი აღსარება, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი არ მიუღიათ. მათ მეუფე ილარიონისა და მამა ეგნატესგან მიიღეს დიდი ნუგეში, დალოცვა და სურვილი – საქართველოში მშვიდობით დაბრუნება. ემოციური დამშვიდობების შემდეგ ჯგუფი გაემგზავრა ქალაქ ლორენტოში, ღვთისმშობლის სახლის მოსალოცად, რომელიც იტალიელებმა, გადმოცემის თანახმად, იერუსალიმში დაშალეს, ყველა ქვა დანომრეს ისე გადმოიტანეს იტალიაში და თავიდან ააშენეს. Continue reading მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან

ლენტეხის სამხატვრო სკოლის მორიგი წარმატება

19 ნოემბერს თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში “სტუდია N”-ის ორგანიზებით სახელოვნებო სკოლების გეგმიური გამოფენები ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ლენტეხის სამხატვრო სკოლაც. სვან მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ახალციხის, სენაკის, სამტრედიის, ცაგერის, ხაშურისა და დუშეთის სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელები. ჟიურმა შეაფასა როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგების მუაშაობა. კონკურსში მონაწილეები 4-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები იყვნენ. ყველა ლენტეხელი მოზარდი  დიპლომით დაჯილდოვდა. ასევე დიპლომები გადასცეს პედაგოგებს – მთვარისა გაზდელიანს, რიტა მეიფარიანს, თამილა ლიპარტელიანსა და ლია ქურასბედიანს.

2017 წლის ივნისში ხუთი საუკეთესო ლენტეხელი მოსწავლე პედაგოგებთან ერთად ბაქოში არის მიწვეული. ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამეგობრების მიზნით კონკურსანტები იქვე, ბუნებაში დახატავენ, შექმნიან ახალ ნამუშევრებს, ხოლო შემდეგ ჩატარდება ძველი და ახალი ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა.

ნანი ბენდელიანი, ლენტეხი

ხელედის სკოლის მოსწავლეებმა ლენტეხში სპექტაკლი წარმოადგინეს

22 ნოემბერს დღის 3 საათზე ლენტეხის კულტურის სახლში ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული სპექტაკლი
“ლადო ასათიანის ხანმოკლე და ტრაგიკული ცხოვრების ამბავი”. სპექტაკლი დადგა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორმა ტატო პატარიძემ. სპექტაკლი გაიმართა “რეგიონალური განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” (MAC) მხარდაჭერით. პროექტის ხელმძღვანელია რეზო ჩინჩალაძე.
Continue reading ხელედის სკოლის მოსწავლეებმა ლენტეხში სპექტაკლი წარმოადგინეს

ზემო სვანეთიდან 9 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა

14 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ის მოსწავლეები, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს მეცხრე კლასი. მათ საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქები (პორტატული კომპიუტერები).
Continue reading ზემო სვანეთიდან 9 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა

“მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს

2014 წელს ორგანიზაციამ “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ ყურადღება შეაჩერა ლატალის საჯარო სკოლაზე.
Continue reading “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს

მეუფე ილარიონი გიორგობას იტალიაში, წმ. ნიკოლოზის საფლავზე აღავლენს წირვას

20-ნოემბერს, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის სქიმ-არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) ამავე ეპარქიის მრევლთან ერთად, გაემგზავრენ იტალიაში, მოსალოცად.
პირველივე დღეს, ქ.მილანში მოილოცეს წმ.ამბროსი მედიოლანელის სახელობის  ტაძარი, წმ.ლავრენტის სახელობის  ტაძარი, საკათედრო ტაძარი და წმინდა ამბროსი მედიოლანელის სახელობის  რუსული ეკლესია.
Continue reading მეუფე ილარიონი გიორგობას იტალიაში, წმ. ნიკოლოზის საფლავზე აღავლენს წირვას

“წლის ტურისტული ბიზნესის” ფინალისტი რესტორანი “ბარბარესთან” გახდა

ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნეს-კონკურსი “ბიზნესდაჯილდოება 2016″ 17 ნოემბერს დასრულდა. ნომინაციაში – „წლის ტურისტული ბიზნესი”- გამარჯვებული ლენტეხელი ზვიად ქურასბედიანის ოჯახური რესტორანი „ბარბარესთან” გახდა. ათშვილიანი წევრისგან შემდგარ ოჯახურ ბიზნესს უპრეცედენტოდ მაღალი, პოზიტიური და რეიტინგული შეფასებები მოჰყვა. “სვანეთიინფო.გე” ულოცავს ფინალისტს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

Continue reading “წლის ტურისტული ბიზნესის” ფინალისტი რესტორანი “ბარბარესთან” გახდა

მოსწავლე ძიუდოსტებმა მესტიიდან ცოტნე დადიანის ტურნირი მოიგეს

11-12 ნოემბერს ქ.ზუგდიდში ჩატარდა შეჯიბრი ძიუდოში ცოტნე დადიანის სახელობის თასზე, სადაც მოსწავლე ძიუდოისტებმა ზემო სვანეთიდან საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდნენ ლუკა კვანჭიანი სოფ.ლატალიდან, ზურაბ რატიანი (დაბა მესტია) და თორნიკე ფალიანი (დაბა მესტია). მეორე ადგილზე გავიდა დავით გირგვლიანი (სოფ.ლატალი),  ხოლო საბა ფარჯიანმა (სოფ.ლატალი) მესამე ადგილი დაიკავა.
Continue reading მოსწავლე ძიუდოსტებმა მესტიიდან ცოტნე დადიანის ტურნირი მოიგეს

ვიტორიო სელას ფოტო-გამოფენა სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში

10 ნოემბერიდან სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში (მესტიაში) მოეწყო იტალიელი მოგზაურის, მეცნიერის და ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო გამოფენა.
Continue reading ვიტორიო სელას ფოტო-გამოფენა სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში

განათლების მინისტრმა ცაგერში მოსწავლეები დააჯილდოვა

13 ნოემბერს ქ. ცაგერში მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს და პირადად გადასცა ნოუთბუქები ამავე მუნიციპალიტეტების საბაზო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.
Continue reading განათლების მინისტრმა ცაგერში მოსწავლეები დააჯილდოვა

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის-ცენტრი ლენტეხში

მიმდინარე წლის ივნისში, ლენტეხელ მეწარმეთა მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებსა და ლენტეხელ მცირე მეწარმეებს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.  გამოიკვეთა ლენტეხელი მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა – ლენტეხში არ არის შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრი,  შესაბამისად, მეწარმეებისთვის მომსახურების მიღება მიუწვდომელია.  მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ პერიოდულად, რამდენიმე თვეში ერთხელ ლენტეხელი მეწარმეები მოზრავი სერვის-ცენტრით ისარგებლენებენ.
უკვე მეორედ, 8 ნოემბერს მეწარმეთათვის მომსახურების გასაწევად ლენტეხს შემოსავლების სამსახურის აღნიშნული მოძრავი სერვის-ცენტრი ექვია. მეწარმეებმა შეძლეს მაათთვის საჭირო მომსახურების მიღება, რის გამოც მადლიერებას გამოთქვამენ.

ნანი ბენდელიანი, ლენტეხი