22 ნოემბერს დღის 3 საათზე ლენტეხის კულტურის სახლში ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული სპექტაკლი
“ლადო ასათიანის ხანმოკლე და ტრაგიკული ცხოვრების ამბავი”. სპექტაკლი დადგა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორმა ტატო პატარიძემ. სპექტაკლი გაიმართა “რეგიონალური განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” (MAC) მხარდაჭერით. პროექტის ხელმძღვანელია რეზო ჩინჩალაძე.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ქრისტინე ჩანქსელიანი. დიანა გვიჭიანი, მაგდა ჩანქსელიანი, ნინო ლიპარტელიანი, დარეჯან ლიპარტელიანი, ბაქარ გვიჭიანი, თემურ ინანეიშვილი, ბექა ლიპარტელიანი, ღვთისავარ ლიპარტელიანი.
სკოლის დირექტორი გახლავთ მურადი ჩანქსელიანი.
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი