განათლების სამინისტრომ მოსწავლეები გათბობის გარეშე დატოვა

ამ სუსხიან დეკემბერში მაღალმთიანი სკოლები განათლების სამინისტრომ შეშის გარეშე დატოვა. სკოლებს შეშას ეროვნული სატყეო სააგენტო ჰყიდდა, წელს კი სამინისტრომ სკოლების მომარაგება შეშის შემცვლელი ბრიკეტებით  გადაწყვიტა, მაგრამ შესყიდვის ტენდერები ოქტომბერში ჩაატარა, თან ისე, რომ მიმწოდებელი კომპანიები სკოლებისთვის მთლიანი მარაგის 40%-ის მიწოდებაზე მხოლოდ 25 დეკემბრამდე დაავალდებულა. Continue reading განათლების სამინისტრომ მოსწავლეები გათბობის გარეშე დატოვა

8 სულიანი ოჯახი სვანეთში ხანძარს ძლივს გადაურჩა

25 ნოემბერს ღამის 2-3 სთ-ზე ქვემო სვანეთის სოფ. ხელედში ზურაბ ბენდელიანის სახლი დაიწვა. 8 სულიანი ოჯახი ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა, სახლი კი მთელ ქონებასთან ერთად მთლიანად დაიწვა და განადგურდა.
საბედნიეროდ, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა. ოჯახი მეზობლებმა და ნათესავებმა შეიფარეს. Continue reading 8 სულიანი ოჯახი სვანეთში ხანძარს ძლივს გადაურჩა