დაიწყო მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგირო ხაზის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით.
Continue reading მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
Category Archives: სამთო-სათხილამურო სპორტი
ირაკლი ბაკურაძემ თხილამურობაში საპრიზო ადგილი მოიპოვა
8-14 მარტს სამასმა მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საგაზაფხულო არდადაგები ბაკურიანში გაატარა. მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გამართულ შეჯიბრში გიგანტურ სლალომში სოფ. მელეს საჯარო სკოლის მოსწავლემ ირაკლი ბაკურაძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
Continue reading ირაკლი ბაკურაძემ თხილამურობაში საპრიზო ადგილი მოიპოვა
11 თებერვალს მესტიაში “თეზოს თასი 2017” ჩატარდა
11-თებერვალს მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ჩატარდა თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი გიგანტურ სლალომში.
Continue reading 11 თებერვალს მესტიაში “თეზოს თასი 2017” ჩატარდა
მესტიელმა სამთო-მეთხილამურეებმა საქართველოს თასის მე-2 ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს
28-29 იანვარს ბაკურიანში 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეორე ეტაპზე გიგანტურ სლალომსა და სპეციალურ სლალომში მესტიელმა სპორტსმენებმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს.
Continue reading მესტიელმა სამთო-მეთხილამურეებმა საქართველოს თასის მე-2 ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს
ნატა ჯაფარიძე – პირველი და ერთადერთი ქალი მაშველი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე
23 წლის ნატა ჯაფარიძე ზემო სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებზე მაშველად მუშაობს. ის საქართველოში პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ქალი მაშველია სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ამ რთულ და, ამავდროულად, საინტერესო სამუშაოზე საქართველოში სულ 6 ქალია დასაქმებული, მათგან სამთო-სამაშველო სამსახურში მხოლოდ ჩვენი კუთხის შვილი – ნატა ჯაფარიძე თეთნულდის სათხილამურო ტრასაზე ასრულებს თვის მოვალეობას.
Continue reading ნატა ჯაფარიძე – პირველი და ერთადერთი ქალი მაშველი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე
სვანეთში სამთო-სათხილამურო სეზონი ჰაწვალი_ზერულდის სათხილამურო ტრასით გაიხსნა
ზემო სვანეთში 10 დეკემბერს სამთო-სათხილამურო საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება სიმბოლურად ჰაწვალი_ზერულდის სათხილამურო ტრასის გახსნით აღინიშნა. 2 ათეული წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც ასე ადრიანად გაიხსნა სეზონი. შესაბამისად, მოლოდინიც დიდია, ვინაიდან 5 სათხილამური ტრასა ერთიანად ამოქმედდა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და ნებისმიერი დონის დაინტერესებული პირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს იქნება პროფესიონალი თუ მოყვარული მოთხილამურე.
Continue reading სვანეთში სამთო-სათხილამურო სეზონი ჰაწვალი_ზერულდის სათხილამურო ტრასით გაიხსნა
24-25 დეკემბერს თეთნულდზე საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართება
24-25 დეკემბერს სამთო-სათხილამურო კურორტი “თეთნულდი” უმასპინძლებს საქართველოს თასის პირველ ეტაპს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მეთხილამურეები მიიღებენ მონაწილეობას.
Continue reading 24-25 დეკემბერს თეთნულდზე საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართება