28-29 იანვარს ბაკურიანში 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეორე ეტაპზე გიგანტურ სლალომსა და სპეციალურ სლალომში მესტიელმა სპორტსმენებმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს.
საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეორე ეტაპი საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალურ სპონსორ “სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, გამართა.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ: საქართველოს იუნიორთა ნაკრები, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები.
პორტსმენი გოგონები და ვაჟები, როგორც ყოველთვის, სამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდნენ:
ბავშვები I, დაბადების წელი 2003-2004
ბავშვები II, დაბადების წელი 2001-2002
მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2000 და უფროსი ასაკი.
პირველ დღეს “გიგანტური სლალომი” დიდველის ტრასაზე გაიმართა, ხოლო მეორე დღეს “სპეციალური სლალომი” – განახლებულ მიტარბის რთულ ტრასაზე.
“გიგანტურ სლალომში”:
პირველი ადგილი (2003-2004წწ.) – ირაკლი არღვლიანი ,
მეორე ადგილი(2001-2002წწ.) – მაგატა ჯაფარიძე,
მესამე ადგილი(2000+) – ანა ჩართოლანი,
მესამე ადგილი(20003-2004) – ლუკა ჯაფარიძე.
“სპეციალურ სლალომში”:
პირველი ადგილი (2001-2002წწ.) – თადეოზ ჯაფარიძე,
პირველი ადგილი (2003-2004წწ.) – ირაკლი არღვლიანი,
მეორე ადგილი ( 2000+) – ანზორი ჯაფარიძე,
მეორე ადგილი (2001-2002) – ავთო ჯაფარიძე,
მესამე ადგილი(2003-2004) – მიხეილ ჩართოლანი.
მესტიელი სამთო-მეთხილამურების მწვრთნელები არიან: ეკა უშხვანი, გოდერძი დადვანი, რეზო და თემურ ჯაფარიძეები.
მწვრთნელებსაც და სპორტსმენებსაც ვულოცავთ ამ წარმატებას და კიდევ მეტ წარმატებებს ვუსურვებთ.
ფოტოები აღებულია “რადიო ჯაკო”-სა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის საიტებიდან.
მადონა წერედიანი, მესტია.