18 დეკემბერს, 15:30 სთ-ზე, დაბა ლენტეხის კულტურის სახლში. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, მე-2 საჯარო სკოლის (წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის) ორგანიზებით, ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება შემოწირული წიგნების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო 16:00 საათზე – კონცერტი, რომელზეც მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ლენტეხის მგალობელთა გუნდი, მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი და ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
Continue reading ნათია ლიპარტელიანის დასახმარებლად ლენტეხში საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Monthly Archives: December 2018
14 დეკემბერს თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი
სვანეთში დიდი ჰესების აქტიურმა მოწინააღმდეგემ, ხელოვნებათმცოდნემ მანანა საღლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ყველას!!! ყველას!!! ყველას!!!
2018 წლის, 14 დეკემბერს, პარასკევს, 11 სთ-ზე,
ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქ. 31″ა”
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ (EBRD) -ის
ოფისის წინ, სვანეთის (ლენტეხის და მესტიის) მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდება საპროტესტო აქცია.
Continue reading 14 დეკემბერს თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი
ლენტეხში მოსახლეობამ “ხელედულა 3” ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა
8 დეკემბერს, დილის 9 საათიდან, დაბა ლენტეხის მერიის შენობაში უნდა ჩატარებულიყო “ხელედულა 3” ჰესის პროექტის განხილვა, თუმცა სვანეთის რამდენიმე ათეულმა მაცხოვრებელმა, ძირითადად სოფლების წანაშის და ლესემას მკვიდრებმა, მშენებელი კომპანიის “ხელედულა ენერჯი”-ს წარმომადგენლები, რომელთაც განხილვა უნდა ჩაეტარებინათ, მერიის შენობაში არ შეუშვეს.
Continue reading ლენტეხში მოსახლეობამ “ხელედულა 3” ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა