Category Archives: ძიუდო
ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ-სლემი მესამედ მოიგო
ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც 5-ჯერ აქვს მოპოვებული საპრიზო ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატებზე ძიუდოში (2018, 2017, 2015, 2014, 2013). ის არის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი (2016), მასტერსის ტურნირზე მოპოვებული აქვს ოქროს (2017) და ბრინჯაოს მედლები (2013), გრანდ-სლემის ტურნირებზე 5-ჯერ აქვს მოპოვებული ოქროს მედალი, ასევე 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო, მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი, 4-ჯერ იყო ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 3-ჯერ ბრინჯაოს მედლის მფლობელი, გრან-პრის ტურნირებზე 2-ჯერ ოქროს მედალი მოიგო, 2-ჯერ – ვერცხლი, ხოლო 5-ჯერ – ბრინჯაო, 2-ჯერ მოიგო მსოფლიოს თასი (2010, 2009), ხოლო 4-ჯერ ბრინჯაოს დასჯერდა, ასევე მოგებული აქვს ევროპის ღია პირველობა (2017).
ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო

დღეს, 18 ნოემბერს, ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანი გრან პრის ტურნირზე ასპარეზობს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, 100კგ-მდე წონით კატეგორიაში. პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე – https://live.ijf.org/gp_ned2018/overview
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

2 ნოემბერს, უნგრეთის ქალაქ გიორში გამართულ ევროპის ჩემპინატზე 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტებს შორის, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წელს ეთერიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა რუმინეთში, აგვისტოში გამართულ ევროპის თასზე იუნიორებს შორის.
უნგრეთში საქართველოს ნაკრებმა ჯამში 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: 81კგ-მდე წონითი კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი ასპარეზობდა და ორივე ფინალში გავიდა.
ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

გუშინ, 25 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მედალი მოიპოვა:
2013წ. – ვერცხლი (-90კგ),
2014წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2015წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2017წ. – ვერცხლი (-100კგ),
2018წ. – ვერცხლი (-100კგ).
გიორგი ჩანქსელიანმა და გიორგი რატიანმა ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგეს
ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ტურნირი მოიგო

დღეს, 25 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემის საერთაშორისო ტურნირი მოიგო ძიუდოში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მან დეკემბერში უფრო მაღალი დონის ტურნირი – მასტერსის ტურნირი მოიგო, ხოლო 10-11 თებერვალს პარიზში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.