დღეს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა მეექვსედ მოიპოვა ვერცხლის მედალი. საქართველოს ნაკრებმა კი ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ვარლამ ლიპარტელიანმა მიმდინარე სპორტული წელი 11 იანვარს დოჰას მასტერსის ტურნირის მოგებით დაიწყო და ძიუდოისტთა მსოფლიო რეიტინგში კვლავ პირველ ნომრად რჩება (-100კგ).
სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანი.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჯამში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა:
ოქრო – ლაშა ბექაური (-90კგ),
ვერცხლი – ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ), ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ),
ბრინჯაო – გურამ თუშიშვილი (+100კგ).