17 იანვარს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გამარჯვებულის პრიზი მარინე სვანიძეს გადაეცა. მარინე სვანიძე kvira.ge-ს რეგიონული კორესპონდენტია, ასევე 2014 წლის დეკემბრიდან დღემდე მუშაობს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (2017 წ.-მდე გამგეობის) დაქვემდებარებაში არსებული ა.ა ი.პ.-ის “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“-ს დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლიდან 2015 წლამდე მარინე სვანიძე იყო ტელეკომპანია მეცხრე არხისა და საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“-ს რეგიონული ჟურნალისტი.
Continue reading კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მარინე სვანიძემ გაიმარჯვა
Monthly Archives: January 2020
21 იანვარს ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ელ. ენერგია შეეზღუდებათ
21 იანვარს 12:00სთ-დან 15:00 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს დაბა მესტიაში და შემდეგ სოფლებს – ჰაწვალი, ლენჯერი, ლანჩვალი. ელექტროენერგიის შეზღუდვა გამოწვეულია ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებით. სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
Continue reading 21 იანვარს ზემო სვანეთის აბონენტების ნაწილს ელ. ენერგია შეეზღუდებათ