თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში შევხვდით, ისინი აქ ფუდ ალიანსის საწარმოში მუშაობენ. თეა სოფელ ხურვალეთის მკვიდრია, დარეჯანი — იძულებით გადაადგილებული პირი. ის 2008 წლის 6 აგვისტოს პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელი ქსუისიდან ერთი თვის ბავშვთან ერთად ომს გამოექცა და მას შემდეგ, ოჯახთან ერთად ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
Continue reading “დილის 4 საათზე ვდგები და სამსახურში მოვდივარ” —ცხოვრება და დასაქმება ხურვალეთშიCategory Archives: დასაქმება
ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის შექმნა ევალება — საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა დაღლილობა საერთოდ არ ეტყობა და გვეუბნება, რომ რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს.
Continue reading ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ