Monthly Archives: September 2016
მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის ლენტეხში ამომრჩეველს შეხვდა

“მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიის ლიდერი ბატონი პაატა ბურჭულაძე 21 სექტემბერს ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარობის კანდიდატი როსტომ ცხვედიანი, ასევე ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი ირაკლი ყიფიანი წარუდგინა. “საქართველოს ხალხი იმსახურებს ღირსეულ სახლმწიფო პოლიტიკას, ღირსეულ ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს, განათლების სწორ და პროდუქტიულ სისტემას, დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ჰყავს, ეს არის უიმედობა, მე ჩამოვედი აქ იმიტომ, რომ არ დავკარგოთ ხვალინდელი დღის იმედი, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, ჩვენს ხელშია ჩვენი მომავალი… ” თქვა თავის სიტყვაში პარტიის ლიდერმა.
მიეცით ნიჭსა გზა ფართო…

გაიცანით მუსიკოსი, მხატვარი, სკულპტორი, ხეზე კვეთის უბადლო ოსტატი… უბრალოდ შესანიშნავი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ანდრო მუკბანიანი. მიუხედავად ყმაწვილური ასაკისა, ის უკვე ჩამოყალიბებული ხელოვანი და ოსტატია. მის ნამუშევრებს საქართველოს მრავალ ეკლესიასა თუ კერძო კოლექციებში შეხვდებით, ყოველი მათგანი ახალგაზრდა შემოქმედის სულის ნაწილია, ხეში ნაკვეთი ულამაზესი გვირისტებით და ძველქართული ორნამენტებით მოჭიქული, იშვიათი შერწყმა ნიჭიერების და შრომისმოყვარეობისა. ტრადიციული სვანური საკრავების უზადო ოსტატი და ამავე საკრავებზე ვირტუოზული შემსრულებელი. ანდრო მუკბანიანი სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, ჰყავს შეგირდები, ახლო მომავალში ხსნის ხეზე კვეთის სკოლას ჩოლურში. ის არის ანსამბლ “მუჟე ნარი”-ს სოლისტი, აქვს უამრავი შეკვეთა… და მაინც ყველაფერს ასწრებს.
ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა

1 სექტემბერს ლენტეხის კულტურის სახლში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა. ოცნების მთავრობის ოთხწლიანი მუშაობის შედეგები, სამომავლო გეგმები, წინასაარჩევნო დაპირებები, მთავრობის პრიორიტეტები – ეს იყო საკითხები, რომლებზეც ენუქიძესთნ ერთად მხარის გუბერნატორმა – პაპუნა მარგველიძემ ისაუბრა.
ლენტეხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუმრობდა
სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს
8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისათვის მოხდა ლენტეხის, მესტიის, ამბროლაურის, ონის და ცაგერის საარჩევნო ოლქების გაერთიანება ერთ საარჩევნო ოლქში. შედეგად საქართველოს პარლამენტში ამ ხუთი მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენელი იქნება ერთი მაჟორიტარი დეპუტატი.