მიხეილ ხერგიანის ტურნირი მეკლდეურობაში

1-4 სექტემბერს მესტიაში მეკლდეურობაში მიხეილ ხერგიანის სახელობის ტურნირი გაიმართა.  შეჯიბრში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. სპორტსმენები ტურნირის ფარგლებში ბუნებრივი და ხელოვნური კლდეების დალაშქვრასა და ხელოვნური ბარიერების გადალახვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

მიხეილ ხერგიანის სახელობის ტურნირი მესტიაში 2009 წლიდან იმართება, 2011 წლიდან კი მას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. ამჯერადაც შეჯიბრი საერთაშორისო წესების დაცვით გაიმართა.

1 და 2 სექტემბერს შეჯიბრი რთულ ცოცვაში ლერი ნაკანის სახელობის სპორტულ კომპლექსში გაიმართა. მომდევნო დღეს კი სწრაფ ცოცვაში მულახის ილიკო გაბლიანის სპორტული ცენტრში ახალაშენებულ სტანდარტულ კედელზე შეეჯიბრნენ ერთმანეთს მონაწილეები.  4 სექტემბერს ინდივიდუალურ ცოცვაში მესტიიის „ჭალაადის“ ბუნებრივ კლდეებზე მოსინჯეს ძალები მონაწილეებმა. 

გამარჯვებული სპორტსმენები დიპლომებით, მედლებით, თასებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. გუნდურ პირველობაში გამარჯვებულ გუნდს მიხეილ ხერგიანის სახელობის გარდამავალი თასი, ინდივიდუალურ ცოცვაში კი ბუნებრივ რელიეფზე პირველ ადგილზე გასულ მეკლდეურებს ეროვნული ფედერაციის მიერ დაწესებული სპეციალური ფულადი პრიზი (500 ლარი) გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიალი ანსამბლ „იალონის“ თანხლებით საზეიმო ვითარებაში ჩატარდა.

ტურნირში გამარჯვებულთა სია ადგილების მიხედვით ასე გამოიყურება:

რთული ცოცვა გოგონათა შორის:

I ადგილი – იოსელიანი ფატი (მესტია)
II ადგილი – თვაური ნიცა (თბილისი)
III ადგილი – საფაროვა სიმა (აზერბაიჯანი)

რთული ცოცვა ვაჟთა შორის:

I ადგილი – დაბრუნდაშვილი გუგა (თბილისი)
II ადგილი – გაბულდანი გიორგი (თბილისი)
III ადგილი -რაჰიმხანოვი რინათი (აზერბაიჯანი)

სწრაფი ცოცვა გოგონათა შორის:

I ადგილი – ქურდიანი მარი (მესტია)
II ადგილი – მეშველიანი სალომე (თბილისი)
III ადგილი – იოსელიანი ფატი (მესტია)

სწრაფი ცოცვა ვაჟთა შორის:

I ადგილი – ჯანხოთელი გიგა (თბილისი)
II ადგილი – თაღიზადე ჩინგიზი (აზერბაიჯანი)
IIIადგილი – რაჰიმხანოვი რინათი (აზერბაიჯანი)

გუნდური საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

I ადგილი- აზერბაიჯანი
II ადგილი– თბილისი
III ადგილი – მესტია

ინდივიდუალური ცოცვა (ბუნებრივ რელიეფზე) ვაჟთა შორის:

I ადგილი – ნავერიანი ბექა (მესტია)

ინდივიდუალური ცოცვა (ბუნებრივ რელიეფზე) გოგონათა შორის:

I ადგილი – იოსელიანი ფატი (მესტია)

ნანი ბედნელიანი, ლენტეხი