ანსამბლი “ლაგუშედა” ბლექ სი არენაზე

3 სექტემბერს შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენაზე” გამართულ ფოლკლორული ფესტივალის დამაგვირგვინებელ, გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ლენტეხის ფოლკლორულმა ანსამბლმა “ლაგუშედა”-მ.

ინტერნაციონალური კონცერტი მოიცავდა საოცარ სანახაობას, მასში მონაწილეობდნენ შემდეგი ანსამბლები: “სუხიშვილები”, “რუსთავი“ , “ბასიანი“. “რიჰო“, “ლაგუშედა“, “ფესვები“ და “მარეთი“, ასევე უხუცესთა ანსამბლი “ბერმუხა”, შვეიცარიიდან მოწვეული კვარტეტი “Nagelfluh”, სარდინიიდან  – “Su Cuncordu ‘e Sette Dolores” და თურქეთის სახელმწიფო კონსერვატორიის შვი ზღვის მუსიკისა და ცეკვის ანსამბლი.

ანსამბლ “ლაგუშედას”  ლოტბარმა ზურაბ ლიპარტელიანმა ” svanetiinfo.ge”-სთან საუბარში განაცხადა, რომ დასკვნითმა კონცერტმა ბრწყინვალედ ჩაიარა. ანსამბლის არც ერთ წევრს არ ახსოვს, მსგავს გრანდიოზულ კონცერტში მიეღოს  მონაწილეობა. საუცხოო და საოცარი იყო ყველაფერი. ეს იყო კულტურული მოვლენა.

ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი.