Category Archives: კულტურა
ნათია ლიპარტელიანის დასახმარებლად ლენტეხში საქველმოქმედო კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

18 დეკემბერს, 15:30 სთ-ზე, დაბა ლენტეხის კულტურის სახლში. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, მე-2 საჯარო სკოლის (წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის) ორგანიზებით, ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება შემოწირული წიგნების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო 16:00 საათზე – კონცერტი, რომელზეც მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ლენტეხის მგალობელთა გუნდი, მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი და ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
29 ნოემბერს გაიმართება ღონისძიება “სვანეთი ჩვენი სიამაყეა”
დაბა ლენტეხში მედია-ტურნირი ჩატარდა

შაბათნ, 25 აგვისტოს, დაბა ლენტეხში “მედია ტურნირი ლენტეხი – 2018” ჩატარდა. მედია-ტურნირი ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული ფედერაციის “სპორტი ყველასათვის” და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. დაბა ლენტეხში საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების თანამშრომლები და არა მარტო ისინი ერთმანეთს მეკლდეურობაში, მშვილდოსნობაში, 1000 მეტრზე სირბილში და ჯომარდობაში შეეჯიბრენ.
დავით გაზდელიანმა და ლუკა ტვილდიანმა სიმღერის კონკურსში გაიმარჯვეს

28-29 აპრილს თბილისში, ”საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი”-ს შენობაში, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა გიორგი ცაბაძის სახელობის ქართული საესტრადო სიმღერის ტრადიციული კონკურსი სახელწოდებით – ”ჩემი საქართველო აქ არის”, რომელშიც ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის “ძიება+”-ის (ხელმძ. ნინელი ონიანი, პედაგოგი იზა ჩაკვეტაძე) აღსაზრდელებმა დავით გაზდელიანმა და ლუკა ტვილდიანმა პირველი ადგილები და ჟიურის თავმჯდომარის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს 10-14 წლის მონაწილეთა შორის.
ლენტეხის სალოტბარო სკოლის პირველი კურსდამთავრებული ლიკა ლიპარტელიანია
ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა
მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
ლეგენდა “ქრისტეეკვაბულ”-ზე

“ქრისტეეკვაბულ” სვანური სიტყვაა და ქართულად ქრისტეს ბორცვს ნიშნავს, სვანეთში ასეთ სახელწოდებას ატარებს სოფელ ჭველიერის მთის მიდამოებში მდებარე ბორცვი, რომელზედაც ქვის მცირე ნაგებობაა აშენებული. ეს ბორცვი დიდ სიწმინდეს წარმოადგენს ჭველიერის მაცხოვრებლებისთვის, ქალების მისვლა ამ ტერიტორიაზე აკრძალულია.