ლატფარი ერთერთია იმ ულამაზეს უღელტეხილებს შორის, რომლებიც ქვემო და ზემო სვანეთს აკავშირებენ. ის ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე მდებარეობს.
დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულად წმ. ლუკა მახარებლის სახელობის ტაძარში წირვით დაიწყება (9 სთ-ზე).
მომლოცველები ზეიმზე მთელი საქართველოდან მოდიან. ტაძარი 2014-18 წწ-ში აშენდა, მაშინ ცაგერისა და ლენტეხის, ახლა კი ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით და სოფ. მამის მკვიდრის მარადი ჯამბურიძისა და მისი ოჯახის ძალისხმევითა და შრომით. მიტროპოლიტი სტეფანეს ვიზიტს ლატფარობაზე წელსაც ელოდებიან.
მომლოცველების ტრანსპორტირება აუცილებელია 2-ხიდიანი და სიჩქარის გამანაწილებლის (ე.წ. “რაზადკის” разадка) მქონე ავტომანქანებით ციცაბო დაღმართების გამო. სხვა ტრანსპორტით მოძრაობა ამ გზაზე უდიდესი საფრთხის შემცველია სიცოცხლისათვის.