სოფ. ლატალში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აშენდა

22 ივლისს, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სოფელ ლატალში, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილმა) აკურთხა ასი ათასი მოწამის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. ტაძრის ქტიტორია ლატალელი გიორგი (როსტომ) გირგვლიანი. Continue reading სოფ. ლატალში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აშენდა

სოფ. თეკალში C-ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჩატარდა

25 ივლისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალში ჩატარდა C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა-სკრინინგი.  მსურველებს შეეძლოთ აეღოთ სისხლის ანალიზი და 15 წუთის შემდეგ გაეგოთ ანალიზის პასუხები. 30 გამოკვლეული ადამიანიდან არცერთს არ აღმოაჩნდა ეს დაავადება.
Continue reading სოფ. თეკალში C-ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჩატარდა

28, 29, 30 ივლისს სოფ. ბარჯაშს ელ. ენერგია შეზღუდვით მიეწოდება

28, 29 და 30 ივლისს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გამოირთვება ქ/ს “ხუდონი“-ს ფიდერი “ბარჯაში”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაშის 7 აბონენტს.
Continue reading 28, 29, 30 ივლისს სოფ. ბარჯაშს ელ. ენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ჩოლურში ცენტრალური გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში მიმდინარეობს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მე-100-112-ე კმ-ების ჩათვლით). Continue reading ჩოლურში ცენტრალური გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26-27 ივლისს ელ. ენერგია დროებით შეუწყდებათ სვანეთის, ლეჩხუმის, იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთ დასახლებას

26 ივლისს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გამოირთვება ქ/ს “მესტია”-ს ფიდერები “ზურულდი“ (281 აბონენტი) და ფიდერი “მუზეუმი“ (3 აბონენტი),  რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტის 284 აბონენტს (დაბა მესტია, სოფ. იელი, მუზეუმი, პრეზიდენტის რეზიდენცია, სასტუმრო).
Continue reading 26-27 ივლისს ელ. ენერგია დროებით შეუწყდებათ სვანეთის, ლეჩხუმის, იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთ დასახლებას

ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობა მოიგო

22-23 ივლისს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) პირველი ადგილი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად წონის ცვლილებისა, მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი და სტაბილური მოჭიდავეა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობა მოიგო

ემიგრანტმა მხატვარმა სალომე ქურასბედიანმა იტალიაში კონკურსში გაიმარჯვა

მიმდინარე წლის მარტის თვეში იტალიაში, ქალაქ რომში გამოცხადდა კონკურსი ახალბედა მხატვართა წახალისების და საუკეთესო მხატვართა გამოვლენის მიზნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იტალიაში მცხოვრებმა სალომე ქურასბედიანმა და იგი საუკეთესო მხატვართა ათეულში მოხვდა. ამ წარმატებას წინ უძღოდა პირველი ტური, რომელშიც ცნობილი მხატვრებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  გამოარჩია 50 საუკეთესო მონაწილე, მათგან 13 მხატვარმა კი კონკურსში გაიმარჯვა. მათი ნამუშევრები და ბიოგრაფიები გამოქვეყნდა სპეციალურად მათთვის შექმნილ ხელოვნების წიგნში სახელწოდებით “ხელოვნება და თანამედროვე ხელოვანები” ( “Arte e artisti contemporanei”).
Continue reading ემიგრანტმა მხატვარმა სალომე ქურასბედიანმა იტალიაში კონკურსში გაიმარჯვა

ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა მეკლდეურობაში

30 ივნისისს და 1 ივლისს დაბა ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა სწრაფ და რთულ ცოცვაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში (1998-1999, 2000-2001 და 2002-2003 წწ.).ასევე ჩატარდა გუნდური ესტაფეტა ჯოკია გუგავას სახელობის თასზე სწრაფ ცოცვაში, ხოლო 2 ივლისს – ლერი მიქელაძის სახელობის თასის გათამაშება ინდივიდუალურ ცოცვაში ასაკის შეუზღუდავად.
Continue reading ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა მეკლდეურობაში

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები ლენტეხში დააბრძანეს

2 ივლისს ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები. ხატები აქ 1 კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს საშუალება ექნება მოილოცოს ისინი.
Continue reading აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები ლენტეხში დააბრძანეს