26 ივლისს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გამოირთვება ქ/ს “მესტია”-ს ფიდერები “ზურულდი“ (281 აბონენტი) და ფიდერი “მუზეუმი“ (3 აბონენტი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტის 284 აბონენტს (დაბა მესტია, სოფ. იელი, მუზეუმი, პრეზიდენტის რეზიდენცია, სასტუმრო).
გამორთვა მოხდება სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის მესტიის მომსახურეობის ცენტრის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების გამო.
26 და 27 ივლისს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქ/ს “ხუდონი“-ს ფიდერი “ბარჯაში”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაშის 7 აბონენტს. ელ. ენერგიის გამორთვა სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მოხდება ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით.
27 ივლისს 11:00 სთ-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ დაახლოებით 5490 აბონენტს ქალაქ ცაგერში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში; ასევე დაახლოებით 1770 აბონენტს დაბა ლენტეხში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ელ. ენერგიის შეწყვეტა მოხდება გადამცემ ხაზ “ორბელზე“ დაგეგმილი სამუშაოების გამო.
ტყიბული. 26 ივლისს 10:00-დან 13:00 საათამდე – 1065 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოჩხეთი, ციხია, კისორეთი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:00 საათამდე – 144 აბონენტს ხრესილისა და ბუეთში. 11:00-იდან 18:00 საათამდე – 252 აბონენტი სოფლებში დაბაძველი და საწირე.
სამტრედია. 26 ივლისს 12:00-დან 17:00 საათამდე – 168 აბონენტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნოღა და ზემო ნოღა.
ზესტაფონი. 26 ივლისს 10:00-დან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება 1753 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილიკაური, ბოსლევი, რკვია, ქვედა საზანო და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 15:00 საათამდე – 530 აბონენტს ქ. ზესტაფონში (წერეთლის ქ.) ცხრაწყაროში, კვალითში, ტაბაკინში. 10:00-დან 15:00 საათამდე – 1247 აბონენტს ქ. ზესტაფონში რობაქიძის, წერეთლის, ზაპოროჟიეს ქუჩებზე და კვალითში. 14:00-დან 19:00 საათამდე – 1918 აბონენტს ქ. ზესტაფონში ჩხეიძის, ნიკოლაძის, გორგასლის, ფოროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 15:00 საათამდე – 429 აბონენტს ქ. ზესტაფონში მეგობრობის, აღმაშენებლის, ჭანტურიას ქუჩებზე.
26 ივლისს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოირთვება ქ/ს “ფოთი-1“- დან ფიდერი N11, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ფოთის 223 აბონენტს (ქუჩები: ცაგარელი, სამეგრელო ქუჩები, ელადას და სარსანიას ქუჩის ნაწილი),
11:00 საათიდან 13:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “ფოთი-V“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ფოთის 1088 აბონენტს (მალთაყვაში ლტოლვილთა კომპ. დასახლება). ელექტროენერგიის გამორთვა მოხდება სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ ელექტროგადამცემ ხაზ “ფაზის”-ზე მეხამრიდის გვარლის სამონტაჟო სამუშოების გამო;
16:00 საათიდან 18:30 საათამდე გამოირთვება ქ/ს “ფოთი-1“- დან ფიდერი N11, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ფოთის 253 აბონენტს ( ქუჩები: სევასტოპოლის ქუჩა, ელადას და სარსანიას ქუჩის ნაწილი). გამორთვა მოხდება სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ფოთის მ/ც მიერ ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო.
26 ივლისს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური “წალენჯიხა“-ს ფიდერი N7 , რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება წალენჯიხაში სოფელ ობუჯის ნაწილს (363 აბონენტს), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „გამამდიდრებლი“-ს ფიდერი N3, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს 385 აბონენტს. ელ. ენერგიის გამრთვა მოხდება სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის წალენჯიხის მ/ც მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით.
26 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის სენაკის მომსახურეობის ცენტრის განაცხადით სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით 11:00 საათიდან 18:30 სათამდე გამოირთვება ქ/ს “მენჯი“-ს ფიდერი “ეკი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ სენაკის მომსახურეობის ცენტრის 457 აბონენტს (სოფ: ეკი. მენჯი, სახარბედიო). ასევე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე სამუშოების მიზნით გამოირთვება ქ/ს “სენაკი“-დან ფიდერი “I ნოსირი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ სენაკში სოფელ ნოსირის 707 აბონენტს.
26 ივლისს სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის მარტვილის მომსახურეობის ცენტრის განაცხადით სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18:30 საათამდე გამოირთვება ქ/ს “დიდი ჭყონი“-დან ფიდერი “N2 ჩაის ფაბრიკა“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მარტვილის მ/ც-ის სოფელ დოშაყეს 375 აბონენტს.
ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
ინფორმაცია მოგვაწოდეს სს “ენერგოპრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ოფისის პრ სპეციალისტმა თეონა გეგუჩაძემ და სს “ენერგოპრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისის პრ სპეციალისტმა ეკა ურიდიამ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.
გვანცა ქურასბედიანი.