ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში მიმდინარეობს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მე-100-112-ე კმ-ების ჩათვლით).
ცენტრალური გზის ეს მონაკვეთი იწყება ჩოლურის თემში მდ. ცხენისწყალზე გადებული ხიდიდან (ე.წ. “ყალჩვანის” ხიდი) დაახლოებით 300 მეტრში და მთავრდება სოფ. ჭველფისკენ გადასასვლელი ხიდის (მდ. ცხენისწყალზე) სიახლოვეს.
ამჟამად ხდება გაბიონების, მრგვალი და ოთხკუთხა მილების მოწყობა, ბალასტის შეტანა. სამუშაოების დასასრულს უნდა მოხდეს აღნიშნული გზის მონაკვეთის მოასფალტება.
სამუშაოები მიმდინარეობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ტენდერის საფუძველზე. სამუშაოების დასრულების ვადად დასახელებულია 28.01.2018 წ.