28, 29, 30 ივლისს სოფ. ბარჯაშს ელ. ენერგია შეზღუდვით მიეწოდება

28, 29 და 30 ივლისს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გამოირთვება ქ/ს “ხუდონი“-ს ფიდერი “ბარჯაში”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაშის 7 აბონენტს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის განაცხადით გამორთვა მოხდება უსაფრთხოების მიზნით 35 კვ-ანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

ეს ინფორმაცია მოგვაწოდა სს “ენერგოპრო ჯორჯია”-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისის პრ სპეციალისტმა ეკა ურიდიამ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას.

მადონა წერედიანი.