28-29 აპრილს თბილისში, ”საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი”-ს შენობაში, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა გიორგი ცაბაძის სახელობის ქართული საესტრადო სიმღერის ტრადიციული კონკურსი სახელწოდებით – ”ჩემი საქართველო აქ არის”, რომელშიც ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის “ძიება+”-ის (ხელმძ. ნინელი ონიანი, პედაგოგი იზა ჩაკვეტაძე) აღსაზრდელებმა დავით გაზდელიანმა და ლუკა ტვილდიანმა პირველი ადგილები და ჟიურის თავმჯდომარის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს 10-14 წლის მონაწილეთა შორის. Continue reading დავით გაზდელიანმა და ლუკა ტვილდიანმა სიმღერის კონკურსში გაიმარჯვეს
Monthly Archives: May 2018
დეკანოზმა იაკობმა მრევლს ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისში მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა
12 მაისს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) წირვა აღავლინა, ქადაგებისას კი მრევლის წევრებს მოუწოდა გამონახონ დრო და საშუალება, რათა 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ქ. თბილისში გაიმართება. მსვლელობა წირვით დაიწყება, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაში აღესრულება, შემდეგ კი იქნება მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე. აღნიშნული თარიღი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაადგინა ოჯახის სიწმინდის დაცვის საქმეში ქართველი ერის გასაერთიანებლად.
Continue reading დეკანოზმა იაკობმა მრევლს ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისში მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა
ლენტეხის სალოტბარო სკოლის პირველი კურსდამთავრებული ლიკა ლიპარტელიანია
4 მაისს, თბილისში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ლენტეხის სალოტბარო სკოლაში ორწლიანი სწავლის შემდეგ, ლიკა ლიპარტელიანმა წარმატებით ჩააბარა გამოსაშვები გამოცდა და ის ამ სკოლის პირველი კურსდამთავრებული გახდა. Continue reading ლენტეხის სალოტბარო სკოლის პირველი კურსდამთავრებული ლიკა ლიპარტელიანია