Monthly Archives: October 2016
ქალის თვალით დანახული შექსპირი – ირმა ქურასბედიანის მეათე კრებული
წმინდა ბარბარესა და მაცხოვრის ხატი ლენტეხში
“ლაჰილმა” სვანეთის თემაზე მიმდინარე პროექტები დაასრულა

21 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაჰილის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის – „ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში. სწორედ, ამ ორგანიზაციამ განახორციელა ლენტეხში სვანური ფოლკლორის ფესტივალი “სვანფესტი”, რომლის მიზანი იყო ლენტეხის რაიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტული ზონის, ცნობადობის ამაღლება, ასევე უძველესი სვანური თამაშობების აღდგენა და პოპულარიზაცია; სვანური ფოლკლორული ფესტივალის ჩატარებისათვის ტრადიციული სახის მიცემა.
მალვინა მუკბანიანმა ნაივურ ფერწერაში ლაურეატის წოდება მიიღო

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე გამოვლინდნენ გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცათ. ამ ფესტივალის ერთერთი გამარჯვებული ნაივურ ფერწერაში გახლავთ ქალბატონი მალვინა მუკბანიანი, რომელმაც მიიღო ლაურეატის წოდება, ჯილდოდ კი – 800 ლარი.
ვარლამ ლიპარტელიანმა ლენტეხში 3 დღიანი მასტერკლასი დაასრულა
ზვიად ქურასბედიანის რესტორანი “ბარბარესთან” კონკურსის ფინალისტია

თბილისში მდებარე რესტორანი “ბარბარესთან” – კონკურსში “ბიზნეს დაჯილდოება” ნომინაციაში “წლის ტურისტული ბიზნესი” – ფინალისტი გახდა. ამ რესტორნის მეპატრონე კი არის ლენტეხის კოლორიტის, სვანეთში ყველასათვის საყვარელი ადამიანის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ჭიდაობა სამბოში, აწ გარდაცვლილი ანზორ ქურასბედიანის ვაჟი – ზვიად ქურასბედიანი.