30 სექტემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტში წმინდა ბარბარესა და იესო ქრისტეს ხატი ჩამოაბრძანეს, რომელსაც თან მოჰყვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის წმინდა ბარბარეს ტაძრის 200 წმინდა ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან.
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია ერთ-ერთი აღმოჩნდა იმ მრავალთაგან, სადაც შესაძლებელი იყო ამ ხატის მოლოცვა. 8 ოქტომბერს წმინდა ბარბარესა და იესო ქრისტეს ხატი განააბრძანეს სოფელ საყდრის წმინდა გიორგის ტაძარში, სადაც მამა იაკობმა (კვირიკაშვილი) და მამა გიორგიმ (ონიანი) ერთობლივი წირვა ჩაატარეს. საყდრისის ტაძრიდან ხატი გადააბრძანეს ლაშხეთის თემში, სადაც სხვადასხვა სოფლებში, კერძოდ: 9 ოქტომბერს სასაშში, 10 ოქტომბერს ჩუკულში, 11 ოქტომბერს ჩიხარეშში ჩაატარეს წირვა-ლოცვა. 12 ოქტომბერს კი ხატი გადააბრდძანეს ისევ ჩოლურში, კერძოდ სოფელ ჭველიერში. ხალხს შეეძლო მთხვეოდა და შეხებოდა ამ სიწმინდეს, მრევლს ჰქონდა შესაძლებლობა წმინდა ნაწილებიდან გადმომავალი მირონი ეცხო. 13 ოქტომბერს ხატი გადააბრძანეს ცაგერში, 14 ოქტომბერს კი სიწმინდე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დააბრძანეს.
ღმერთმა დალოცოს და გაგაძლიეროს სრულიად საქართველო!
მირანგულა მუკბანიანი
ზურიკო მუკბანიანი
ტარიელ მუკბანიანი