21 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაჰილის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის – „ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში. სწორედ, ამ ორგანიზაციამ განახორციელა ლენტეხში სვანური ფოლკლორის ფესტივალი “სვანფესტი”, რომლის მიზანი იყო ლენტეხის რაიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტული ზონის, ცნობადობის ამაღლება, ასევე უძველესი სვანური თამაშობების აღდგენა და პოპულარიზაცია; სვანური ფოლკლორული ფესტივალის ჩატარებისათვის ტრადიციული სახის მიცემა.
“svanetiinfo” გაესაუბრა “ლაჰილის” დირექტორს ბატონ კატურბი გულბიანს:
– რა სახის შეხვედრა ჩატარდა სპორტისა და ახალგზრდობის სამინისტროში?
– არასამთავრობო ორგანიზაცია ‘ლაჰილმა” ჩაატარა თავისი პროექტის – ” ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლი”-ს პრეზენტაცია, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა 21 ოქტომბერს. მოგეხსენაბათ, პროექტი დაფინანსდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითრების ფონდმა.
– ვინ ესწრებოდა პრეზენტაციას?
– პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითრების ფონდის დირექტორი, სამინისტროსა და ფონდის თანამშრომლები, არასამთვრობო ორგანიზაცია “ლაჰილის” წევრები და მოწვეული სტუმრები.
-რა საკითხები განიხილეს პრეზენტაციაზე?
– საუბარი იყო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე, მათ მნიშვნელობაზე ლენტეხის რაიონისათვის, ზოგადად სვანეთისათვის. საუბარი შეეხო ასევე სამომავლო გეგმებსაც.
– თუ არის რაიმე სახის დაფინანსება გათვალისწინებული?
– რაც შეეხება შემდგომი პროექტების დაფინანსების საკითხს, ეს უშუალოდ დამოკიდებულია პროექტის ხარისხზე, მდგრადობაზე და სხვა კომპონენტებზე. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითრების ფონდი წელიწადში ერთხელ აცხადებს საგრანტო კონკურსს და გამარჯვებულებს გამოავლენს სპეციალური კომისია. ასე, რომ წინასწარ შეუძლებელია იმისი თქმა, დააფინასებენ თუ არა ჩვენს მომდევნო პროექტებს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი” აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს ბავშვთა და ახალგაზრდობის განითრების ფონდთან და იმედოვნებს, რომ მომდევნო საგრანტო კონკურსებზეც შეძლებს გამარჯვებას.
– ვისარგებლებ შემთხვევით და არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილის” სახელით მადლობას მოვუხდი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას და თითოეულ ადამიანს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილს” გვერდში უდგას სვანური და,ზოგადად, ქართული საქმის კეთებაში.
ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი