Category Archives: სპორტი

ზურა მუსელიანი სამხრეთ კორეულ კლუბში ითამაშებს

2023 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო თანაბომბარდირი ზურაბ მუსელიანი ორწლიანი კონტრაქტით სამხრეთ კორეულ კლუბში “გიონგნამი” გააგრძელებს სპორტულ კარიერას. 24 წლის ფეხბურთელს წელს მშვენიერი სეზონი ჰქონდა. ეროვნული ლიგის 2023 წლის საუკეთესო გოლების ათეულში შეიტანეს ზურა მუსელიანის შესანიშნავი გოლი Continue reading ზურა მუსელიანი სამხრეთ კორეულ კლუბში ითამაშებს

“მე მიყვარს ხოფური”- სახალხო ფესტივალი ქვემო სვანეთში

სვანეთის უძველეს და ულამაზეს სოფელ ხოფურში, ამავე სოფელში აღზრდილმა  ნინო გაბიძაშვილმა შესანიშნავი სახალხო ფესტივალი „მე მიყვარს ხოფური“ დააფუძნა, რომელიც ყოველწლიურად შუა აგვისტოში ტარდება.

Continue reading “მე მიყვარს ხოფური”- სახალხო ფესტივალი ქვემო სვანეთში

ლენტეხში ახალგაზრდული პირველობა ჩატარდა მეკლდეურობაში

3-7 აგვისტოს დაბა ლენტეხის კომპლექსური სასპორტო სკოლის ღია კედელზე მიმდინარეობდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი სწრაფ და რთულ ცოცვაში, რომელიც საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და კულტურის სამინისტროს და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით ჩატარდა. Continue reading ლენტეხში ახალგაზრდული პირველობა ჩატარდა მეკლდეურობაში

ლუხუმ ჩხვიმიანი უნგრეთის გრანდ-სლემის ვერცხლის მედალოსანია

8 ივლისს, უნგრეთში გამართულ გრანდ-სლემის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში ლუხუმ ჩხვიმიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა (-60კგ). ლუხუმისთვის ეს წელს მოპოვებული მეორე ვერცხლია აპრილში გამართული ანტალიის გრანდ-სლემის შემდეგ. შარშან მაისში კი ყაზანის გრანდ-სლემზე ოქრო მოიგო.

Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანი უნგრეთის გრანდ-სლემის ვერცხლის მედალოსანია

ვარლამ ლიპარტელიანი ბუდაპეშტის გრანდ-სლემის ვერცხლის მედალოსანია

10 ივლისს, უნგრეთში გამართულ გრანდ-სლემის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიგო (-100კგ). მის მრავალრიცხოვან ტიტულებთან შედარებით ეს წარმატება თითქოს არაფერია, მაგრამ ამით მან დაამტკიცა, რომ მიუხედავად დიდი შესვენებისა, ისევ შეუძლია ასახელოს სამშობლო.

Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ბუდაპეშტის გრანდ-სლემის ვერცხლის მედალოსანია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

დღეს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს მისი პირველი მედალია ოფიციალურ ჩემპიონატებში
უფროსი ასაკის ძიუდოისტთა შორის.

Continue reading ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანდ-სლემის ვერცხლის მედალოსანი გახდა

17 თებერვალს, თელ-ავივში მიმდინარე გრანდ-სლემის საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2022 წელს ეს მისი პირველი წარმატებაა. მთლიანობაში კი გრანდ-სლემის ტურნირებზე ეთერიმ უკვე მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა .

Continue reading ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანდ-სლემის ვერცხლის მედალოსანი გახდა

ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დაასახელეს

24 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) საანგარიშო სესია და 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი გამართა, სადაც ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად აღიარეს.

Continue reading ეთერ ლიპარტელიანი 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დაასახელეს

ეთერ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის პრიზიორია

დღეს, 16 ოქტომბერს, პარიზში მიმდინარე გრანდ სლემის ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მეხუთე ადგილის შემდეგ მისი ეს წარმატება არავის გაუკვირდება, მაგრამ მან  კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაშია და სტაბილური სპორტსმენია. 

Continue reading ეთერ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის პრიზიორია

ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონი მეექვსედ გახდა

დღეს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა მეექვსედ მოიპოვა ვერცხლის მედალი. საქართველოს ნაკრებმა კი ვაჟთა შორის  გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონი მეექვსედ გახდა

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრან სლემის ვერცხლისმედალოსანია

26 მარტს, თბილისის გრან სლემის ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა ქართული ძიუდოს ისტორიაში, რადგან ის პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა საქართველოში, რომელმაც გრან სლემის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

Continue reading ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრან სლემის ვერცხლისმედალოსანია

ეთერ ლიპარტელიანმა ისტორიული მედალი მოიპოვა

18 თებერვალს, თელ-ავივის გრან სლემის ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო და კიდევ ერთხელ ჩაიწერა საქართველოს სპორტის ისტორიაში, როგორც პირველი ძიუდოისტი ქალი საქართველოდან, რომელმაც გრან სლემზე საპრიზო ადგილი მოიპოვა. აქამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შეჯიბრებებში ქართველ ძიუდოისტ ქალებს მედლები მხოლოდ გრან პრის რანგის შეჯიბრებებში ჰქონდათ მოპოვებული. Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ისტორიული მედალი მოიპოვა